სპექტრი+
როგორ მოვუაროთ გაუხეშებულ ქუსლებს
რამ შეიძლება გამოიწვიოს ქუსლების სიმშრალე და ნახეთქები? მიზეზი ბევრი რამ შეიძლება იყოს, მაგალითად, არაკომფორტული ფეხსაცმელი, არასწორი ჰიგიენა ან ვიტამინების ნაკლებობა.

ნახეთქებზე აუცილებელია მკურნალობა. თუ სოკო გაქვთ, ექიმი მკურნალობას დაგინიშნავთ. თუ ნახეთქები სხვა მიზეზით არის გამოწვეული, აუცილებელია კომფორტული ფეხსაცმლის ტარება და ტერფების მოვლა.

გთავაზობთ რამდენიმე შინაურ საშუალებას, რომელიც მოგირჩენთ ნახეთქებს.

  • კრემი ლიმონითა და ეთერზეთებით:
1 ს.კ. რომელიმე საბავშვო კრემს, 4-5 წვეთი ლიმონის წვენი და თითო-თითო წვეთი ზეითუნის, ლავანდისა და კვიპაროსის ზეთი გადაურიეთ და დღეში 2-ჯერ ქუსლებზე შეიზილეთ.

  • კრემი გლიცერინითა და A ვიტამინით
1 ს.კ. საბავშვო კრემს 2 წვეთი გლიცერინი და თითო-თითო წვეთი A და E ვიტამინი დაამატეთ და კარგად აურიეთ. მიღებული მასა დღეში 2-ჯერ (დილა-საღამოს) ქუსლებზე შეიზილეთ.

  • ფუტკრის ცვილის კრემი
100 გრ. გაცხელებულ ზეითუნის ზეთს დაამატეთ, დაახლოებით, 1 ს.კ. ფუტკრის ცვილი, 1 ჩ.კ. გლიცერინი, 1 ჩ.კ. ქაცვის ზეთი და აურიეთ (ერთგვაროვანი მასის მიღებამდე). ეს კრემი მაცივარში შეინახეთ, გამოყენების წინ კი კარგად შეათბეთ. პროცედურა უნდა ჩაიტაროთ ყოველ საღამოს, ქუსლების სრულ გამოჯანსაღებამდე.

  • ზეთოვანი კრემი
2 ს.კ. რომელიმე საბავშვო კრემს დაამატეთ 2-2 წვეთი ლავანდისა და როზმარინის ეთერზეთი, თითო-თითო წვეთი ქოქოსის, ავოკადოსა და ზეითუნის ზეთი და კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით ქუსლებზე დღეში 2-ჯერ.

პროცედურა ჩაიტარეთ ქუსლების სრულ გაჯანსაღებამდე.


იხილეთ ამავე თემაზე:

გაუხეშებული ქუსლების მოვლა სახლის პირობებში



| Print |
FaceBook Twitter Google