სპექტრი+
ვაშლის ძმარი წონაში კლების საუკეთესო საშუალება
ვაშლის ძმარი უნიკალურ თვისებებს შეიცავს. ხალხური მედიცინა მას ოდითგანვე სამკურნალოდ იყენებდა. აღმოჩნდა, რომ ვაშლის ძმარი ჭარბ წონასთან ბრძოლაშიც ეხმარება ადამიანს
შემოგთავაზებთ რამდენიმე რეცეპტს.

1. ზედმეტი წონის დასაგდებად და ქრონიკული დაღლილობის მოსახსნელად 200 მილილიტრ წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 ჩაის კოვზი თაფლი, მიიღეთ ყოველი ჭამის შემდეგ და რამდენიმე თვეში გასაოცარ შედეგს მიიღებთ, თუ ვენების ვარიკოზული გაგანიერება გაწუხებთ, ამ დროს ვაშლის ძმარი შესანიშნავი საშუალებაა, ვაშლის ძმარში დასველებული რბილი ქსოვილით დაიზილეთ ფეხები დღეში 5ჯერ და შედეგით თვითონვე გაოცდებით.

2. სისუსტესა და დაღლილობას გრძნობთ? ნერვები ადვილად გეშლებათ? დაძინება გიჭირთ? აურიეთ ერთმანეთში 2 სუფრის კოვზი ვაშლის ძმარი და 1 ჭიქა ნატურალური თაფლი. მიიღეთ 1 კოვზი ძილის წინ.

3. თუ საკვებით მოიწამლეთ 1 ჭიქა წყალს შეურიეთ 2 კოვზი ვაშლის ძმარი და დალიეთ. ეს ნარევი ადენზიფიცირებს კუჭნაწლავის ტრაქტს, ასევე უხდება თირკმელებსა და შარდის ბუშტის ანთებას.
| Print |
FaceBook Twitter Google