სპექტრი+
მალამო ჭრილობების და კანის დაავადების სამკურნალოდ
როცა ტრადიციული მედიცინა უძლურია, დასახმარებლად ხალხურ მედიცინას მივმართავთ. ზოგიერთი ხალხური მალამო ბევრად უკეთ მოქმედებს, ვიდრე აფთიაქში შეძენილი.
გთავაზობთ  რეცეპტს, რომელიც საუკეთესოა ჭრილობებისა და კანის დაავადებების დროს.

მასალა"

* 200 მლ ზეითუნის ზეთი;
* 100 გრ ნატურალური ფუტკრის ცვილი;
* 100 გრ წიწვოვანი მცენარეების ფისი;
* 2 სუფრის კოვზი თაფლი;
* 1-2 გრ დიდნგელი;

მომზადების წესი:

1. მოათავსე ქვაბში ცვილი, შემდეგ ჩაასხი ზეთი და ფისი. დადგი ქვაბი ორთქლის ქვეშ 10-12 წუთით. მშრალი ფისი წინასწარ უნდა დახეხო. სანამ ცვილს გამოიყენებ, უნდა შეამოწმო, ხომ არ გაქვს ალერგია.

2. დაამატე თაფლი და ხარშე 8-10 წუთი.

3. შემდეგ დაამატე დინდგილო და ისევ 8-10 წუთის მანძილზე ადუღე.

4.გადმოდგი ცეცხლიდან გააცივე და გადაასხი მინის ქილაში.

მალამო მაცივარში უდნა შეინახო. წაისვი მტკივან ადგილას 1-2-ჯერ დღეში



| Print |
FaceBook Twitter Google