სპექტრი+
როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან შხამები
როგორ გამოვდევნოთ ორგანიზმიდან შხამები, რომელიც ჩვენს ჯანმრთელობას საფთხეს უქმნის.
ამისთვის გთავაზობთ რამდენიმე მარტივ რეცეპტს, რომელიც სახლის პირობებში შეგიძლია გააკეთოთ.

1. დაჭერით ერთი ვაშლი თხლად, დაასხით 500 მლ მდუღარე წყალი, დაუმატეთ 1 ჩ.კ. დაფქული დარიჩინი, გააციეთ და დალიეთ დღის განმავლობაში. ეს ნაერთი დაგეხმარებათ, მოიწესრიგოთ ნივთიერებათა ცვლა და გაიწმინდოთ საჭმლის მომნელებელი სისტემა.

2. ორი სუფრის კოვზი ახალგამოწურული ლიმონის წვენი შეურიეთ 200 მლ თბილ წყალს, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ნატურალური თაფლი, მწიკვი დაფქული ჯანჯაფილი. მიიღეთ უზმოზე, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. იგი დაგეხმარებათ საჭმლის მომნელებელი სისტემის გაწმენდაში, გაგიმაგრებთ სისხლძარღვების კედლებს და მოგიმატებთ სასიცოცხლო ენერგიას.

3. მცირე რაოდენობით ჯანჯაფილის ფესვი (3-4 სმ) გაასუფთავეთ კანისგან, დაჭერით წვრილად, დაასხით 1 ლიტრი ცხელი წყალი და ადუღეთ 10 წუთი საშუალო ცეცხლზე. გადაწურეთ. გაგრილების შემდეგ დაუმატეთ მწიკვი დაფქული დარიჩინი და რამდენიმე სუფრის კოვზი ასკილის სიროფი. მიიღეთ დღის განმავლობაში 100-150 მლ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. უმჯობესდება საჭმლის მონელება, ნივთიერებათა ცვლა, ნაყენს ახასიათებს მატონიზირებელი და გამაჯანსაღებელი მოქმედება.

4. მოამზადეთ ჭარხლის ახალგამოწურული წვენი 1 ჭარხლის, 2 ვაშლისა და 1 კონა ნიახურისგან. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი 2-ჯერ დღეში (დილა-საღამოს) ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.


5 . დააქუცმაცეთ ერთი კიტრი და ერთი კონა ნიახურის ფესვი. დაუმატეთ 300 მლ წყალი. სვით დღის განმავლობაში. იდეალურია განტვირთვის დღეებისთვის.

| Print |
FaceBook Twitter Google