სპექტრი+
სიცივეში უქოდოდ სიარული უამრავ დაავადებას იწვევს
მედიკოსების აზრით, ყველაზე დაბალი ტემპერატურა, რომლის დროსაც ქუჩაში შეგიძლიათ ქუდის გარეშე ისეირნოთ, ერთი გრადუსია.
თუ წვიმს და ქარი უბერავს, 3-4 გრადუსზეც ქუდი აუცილებლად უნდა დაიხუროთ, თანაც თბილი.  გადაცივებამ და იმუნიტეტის დაქვეითებამ შეიძლება ოტიტი გამოიწვიოს. შეიძლება ფურუნკულიც გამოვლინდეს. ტემპერატურის მკვეთრმა ცვლილებამ შეიძლება გამოიწვიოს ტვინის სისხლძარღვების სპაზმი და შედეგად სმენის ნერვის დაზიანება, რასაც სმენის დაქვეითება და გაურკვეველი ხმაური მოჰყვება ყურებში. გადაცივებამ შეიძლება სერიოზული დაავდებების მთელი ნაკრები გამოიწვიოს, - სურდოთი დაწყებული ანგინით დამთავრებული, აგრეთვე ჰაიმორიტი, ფრონტიტი.


გარდა ამისა, ცივ ამინდში სილამაზეზე კი ნუ იფიქრებთ, არამედ იმაზე, რამდენად შეამციროთ თმის დაზიანება. სიცივეში ქუდის გარეშე ყოფნა თავის კანის სისხლძარღვების სპაზმს იწვევს, ზიანდება თმის ბოლქვი, თმის სტრუქტურა ირღვევა და შედეგად ადამიანი თმის ცევნას უჩივის. ასე, რომ სიცივეში უქუდოდ სიარულს შეიძლება სიქაჩლეც მოჰყვეს. გაკაჟება სიცივის აღქმა ყველა ადამიანში სხვადასხვანაირია. თუ ერთნი პირველივე აცივებაზე თბილად იცვამენ, მეორენი ყინვაშიც კი სიცხისგან იხუთებიან. ქუდის არჩევისას მოდასა და გარშემო მყოფების აზრზე კი ნუ იქნებით ორიენტირებული, არამედ, მაქსიმალურ კომფორტზე. თუ ქუჩაში ამაყად მოსიარულე, უქუდო ადამიანებს დაინახავთ, ნუ მიბაძავთ მათ და ნუ გგონიათ, რომ გაკაჟდებით. თუ გაკაჟება გსურთ, სიცივის დადგომამდე 4-5 თვით ადრე უნდა დაიწყოთ ორგანიმზის შემზადება, დისციპლინა, აზროვნების შეცვლა. ქუჩაში უქუდოდ სიარული ორგანიზმს ვერ გაგიკაჟებთ, პირიქით, ჯანმრთელობას დაგიაზიანებთ.


| Print |
FaceBook Twitter Google