სპექტრი+
რკინით მდიდარი პროდუქტები
რკინა ადამიანის ორგანიზმის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ელემენტია, რომელიც აუცილებელია ჰემოგლობინის სინთეზისთვის. რკინა კანის ტონუსის სიმყარეს უწყობს ხელს და განაპირობებს თმის და ფრჩხილების ჯანმრთელ მდგომარეობას.
შემოგთავაზებთ რამდენიმე პროდუქტს, რომლებიც დიდი რაოდენობით რკინას შეიცავენ და ჩვენი ჯანმრთელობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

თეთრი ლობიოს 100 გრამიანი ულუფა საკვები უჯრედისის დღიურ მოთხოვნას აკმაყოფილებს და 6 მგ. რკინას, 1100 მგ. კალიუმს შეიცავს. გარდა ამისა, თეთრი ლობიო დიდი რაოდენობით ცილას, კალციუმს, B ჯგუფის ვიტამინებს და ანტიოქსიდანტებს შეიცავს. 

100 გრამი საქონლი ღვიძლი დაახლოებით 7 მგ-მდე რკინას შეიცავს. ამას გარდა, ის განსაკუთრებით მდიდარია B ჯგუფის ვიტამინებით, A და D ვიტამინების კარგი წყაროა და რაც მთავარია, საკმაოდ დაბალკალორიულია: 100 გრ. საკვებზე მხოლოდ 170 კკალ.
რკინით მდიდარი 5 საკვები

100 გრ. ოსპში თითქმის 12 მგ. რკინაა. ამას გარდა, ეს საკვები მდიდარია მაგნიუმით (მნიშვნელოვანია გულის და ნერვული სისტემის ფუნქციონირებისთვის), შეიცავს ტრიპტოფანს (ეს ამინომჟავა ადამიანის ორგანიზმში სეროტონინად იქცევს, რაც კარგი განწყობის წინაპირობაა). ისევე როგორც თეთრი ლობიო, ოსპიც დიდი რაოდენებით შეიცავს უჯრედისს: 100 გრ. პროდუქტზე 12 მგ.

რკინის შემცველობით ისპანახი ოსპსაც კი უსწრებს: 100 გრამზე 13.5 მგ რკინას შეიცავს. ამასთან, ის ძალიან დაბალკალორიულია (23 კკალ.), მდიდარია ბეტა-კაროტინით, რომელიც დადებითად მოქმედებს მხედველობაზე და იმუნიტეტზე, კალციუმით, რაც ჯანსაღი კბილებისთვის და ძვლებისთვის აუცილებელია.


| Print |
FaceBook Twitter Google