სპექტრი+
პროცედურები, რომელიც ყოველ დილა აუცილებლად უნდა ჩაიტაროთ
არსებობს უამრავი პროცედურა ორგანიზმის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, მაგრამ ყველაზე ეფექტურად ითვლება ის, რაც დილით, გაღვიძებისთანავე სრულდება. ასეთი პროცედურები სულ 5 წუთს წაგართმევთ და სანაცვლოდ, დიდ სარგებელს მოგიტანთ. მთავარია, ის ყოველდღიურად შესრულდეს. 
პროცედურისთვის საჭიროა: ლიმონი, წყალი, თაფლი და წყალბადის ზეჟანგი.

1. ენის გაწმენდა-  დილით კბილების გაწმენდა ყველა ჩვენგანის ჩვევაა, მაგრამ ასეთივე მნიშვნელოვანია ენის გასუფთავება. ეს პროცედურა შეიძლება ჩვეულებრივი კბილის ჯაგრისის საშუალებითაც შესრულდეს. სანაცვლოდ, თქვენ გათავისუფლდებით ბაქტერიებისგან, რომლებიც, შესაძლოა კუჭში მოხვდნენ და სხვადასხვა უსიამოვნო შეგრძნებები გამოიწვიოს. გარდა ამისა, ასეთი ბაქტერიები იწვევს უსიამოვნო სუნს და პირის ღრუს დაავადებებს.

2. ერთი ჭიქა ცხელი წყალი - გააცხელეთ გაფილტრული წყალი, მიიყვანეთ ადუღებამდე, აავსეთ ჭიქა და დაამატე მასში ერთი ნაჭერი ლიმონი ან ცოტა ლიმონის წვენი. დალიე 20 წუთით ადრე ჭამამდე. წყალს ნორმაში მოჰყავს საჭმლის მომნელებელი სისტემა, ამზადებს ორგანიზმს საკვების მისაღებად. აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს წონაში დაკლებას.
ასუფთავებს ღვიძლს. ლიმონის წვენში დიდი რაოდენობის მიკროელემენტია (კალციუმი, ფოსფორი, ნატრიუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა) ასევე B და С ჯგუფის ვიტამინები.


3. თაფლი ჭამამდე

საუზმემდე 10 წუთით ადრე მიირთვით 1 ჩაის კოვზი თაფლი და დააყოლეთ წყალი. თაფლი უნდა იყოს ნატურალური და ახალი.
თაფლი -  არის ვიტამინების და მიკროელემენტების წყარო. შეიცავს დიდი რაოდენობით ფრუქტოზასა და გლუკოზას, რომელიც ორგანიზმს აძლევს ენერგიას, აუმჯობესებს ტვინის მუშაობას და ამაღლებს შრომისუნარიანობას. ამაღლებს იმუნიტეტს გააჩნია ანტიოქსიდანტის თვისებები, ანელებს ორგანიზმის დაბერების პროცესს და ხსნის დაღლილობას.

4. პირში წყალბადის ზეჟანგის ხსნარის გამოვლება - საუზმის შემდეგ პირის ღრუ წყალბადის ზეჟანგის და წყლის ნაზავით გამოირეცხეთ, 5-7 წვეთი 3%-იანი წყალბადის ზეჟანგი 50 მგ აუდუღარ სუფთა წყალში ჩააწვეთეთ და პირში გამოივლეთ. ეს არის საუკეთესო პროფილაქტიკა კარიესის, ღრძილების და კბილების დაავადებების პრევენციისთვის. ქრება უსიამოვნო სუნი პირიდან. არის კბილების გათეთრების მარტივი საშუალება

თუ თქვენ ამ პროცედურებს ყოველ დილით გააკეთებთ, თავს ბევრად უკეთ იგრძნობთ. 

წყარო: საზოგადოება.გე.
| Print |
FaceBook Twitter Google