სპექტრი+
როგორ მოვუაროთ მცენარეს, რომელსაც ოჯახში ბარაქა მოაქვს
პეპერომიასებრი პილეა ჭინჭრისებრთა ოჯახის წარმომადგენელი მცენარეა, რომელსაც ბარაქის სიმბოლოდ მიიჩნევენ, ამიტომ მას "იაპონურ დოლარსა" და "ჩინურ ფულის ხესაც" ეძახიან.
პეპერომიასებრი პილეა მცირე ზომის - 30 სმ-მდე სიმაღლის მცენარეა, რომელიც ოვალური, თითქმის მრგვალი და ხორცოვანი ფოთლებითაა დაფარული. პეპერომიასებრი პილეა იშვიათად ყვავილობს და თუ იყვავილა, ისიც მხოლოდ წვრილ-წვრილი, მოყვითალო-მომწვანო, თითქმის შეუმჩნეველი ყვავილებით.

უპირატესობას მკვეთრ განათებას, ან ნახევრად ჩრდილს ანიჭებს, თუმცა მზის პირდაპირი სხივები არ უყვარს. ამიტომ თუ მას მზიან ფანჯარასთან მოათავსებთ, შუადღის მწველი მზე აუცილებლად ფარდით მოუჩრდილეთ.

პეპერომიასებრი პილეა წარმოშობით ტენიანი ტროპიკებიდანაა, ამიტომ ჰაერის მაღალ ტენიანობას საჭიროებს. ტენიანობის ხელოვნურად ასამაღლებლად, კარგი იქნება, თუ ზამთარში - კვირაში 1-ხელ, ხოლო ზაფხულში - კვირაში 3-ჯერ ფოთლებზე ოთახის ტემპერატურის წყალს შეასხურებთ.
ეცადეთ, წყლის შესხურების დროს მცენარეს მზის პირდაპირი სხივები არ ხვდებოდეს, რადგან ეს ფოთლების დაზიანებას (დაწვას) გამოიწვევს.

მცენარე ყოველწლიურად, გაზაფხულზე ან ზაფხულში გადარგეთ.

პეპერომიასებრ პილეას ძირეული ამონაყარით, ან მწვანე კალმის დაფესვიანებით ამრავლებენ.
ძირეული ამონაყარი მცენარის გადარგვისას გააცალკევეთ.
კალმით გამრავლებისას კი მოაჭერით მცენარეს მწვანე ტოტი და ფხვიერ სუბსტრატში - ქვიშაში, ტორფში ან პერლიტში დააფესვიანეთ.

წყარო: lady.mcvane.ge 
| Print |
FaceBook Twitter Google