სპექტრი+
დაფნის ზეთის სამკურნალო თვისებები
დაფნის ზეთი ძალიან სასარგებლოა და გამოიყენება ისეთი დაავადებების სამკურნალოდ როგორიცაა ართრიტი, რევმატიზმი, ჰაიმორიტი, კუნთების ტკივილი. ამას გარდა ამშვიდებს ნერვებს და აყუჩებს თავის ტკივილს.
მომზადების წესი:

დააქუცმაცეთ 30 გრამი დაფნის ფოთოლი დაასხით ერთი ჭიქა მცენარეული ზეთი და ერთი საათით ჭურჭელი ჩადგით ცხელ წყალში. შემდეგ ამოიღეთ და დადგით ერთი კვირა დასაყენებლად. ვადის გასვლის შემდეგ ისევ ჩადგით ჭურჭელი ცხელ წყალში 1 საათით. ამოღების შემდეგ ნარევი გაწურეთ და ზეთი შეინახეთ მაცივარში.

მკურნალობა:
წელის ტკივილის და რადიკულიტის დროს ზეთი გაათბეთ ცხელ წყალზე და ოდნავ დაუმატეთ ზეითუნის ზეთი. ძილის წინ ცოტა რაოდენობის შეიზილეთ მტკივნეულ ადგილებში და თბილად შეიხვიეთ. მოერიდეთ ხერხემალზე წასმას, დილით ზეთის ნარჩენები მოიწმინდეთ სველი დოლბანდით. პროცედურები მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ჩაიტარეთ.
თავის ტკივილის დროს დაიზილეთ საფეთქლები დაფნის ზეთით და ტკივილი გაგიყუჩდებათ.
ჰაიმორიტის დროს ჩაიწვეთეთ 1-1 წვეთი დღეში ორჯერ.
დაფნის ზეთი ეფექტურად მოქმედებს ნაწოლებზე და ნემსის გაკეთების დროს გამოწვეულ გამაგრებებზე. გაიკეთეთ დაფნის ზეთით მსუბუქი მასაჟი გამაგრებულ ადგილზე და წამალი გაიწოვება.

ამ მცენარეს ალერგიული რექციის გამოწვევაც შეუძლია, ამიტომ თუ ალერგიული ხართ გამოყენებამდე მცირე ტესტირება ჩაიტარეთ. თითის ფალანგზე ან მაჯის შიდა მხარეს დაიწვეთეთ ერთი წვეთი დაფნის ზეთი და შეხედეთ, თუ არ გაგიღიზიანდათ შეგიძლიათ მკურნალობა გააგრძელოთ.
გახსოვდეთ რომ დაფნის ზეთის დალევა არ შეიძლება. ამან შეიძლება საყლაპავი მილისა და კუჭის სისხლდენა გამოიწვიოს.

| Print |
FaceBook Twitter Google