სპექტრი+
რატომ უნდა მიიღოთ ჯანჯაფილი ყოველდღე
კოჭა იგივე ჯანჯაფილი ინდური პროდუქტია. დაფქული სახით სანელებელი მაღაზიაში იყიდება და სხვადასხვა კერძების მოსამზადებლად გამოიყენება.
მრავალწლიანმა გამოცდილებამ ცხადყო, რომ თუ კოჭას ყოველდღე ცოტა რაოდენობით მიიღებთ, ეს იქნება პრევენცია კიბოს, სიბერის, ტკივილის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების წინააღმდეგ.

ჯანჯაფილი ეხმარება ტვინს აქტიურად იმუშაოს. მისი დახმარებით ადამიანის ტვინი უფრო ჯანსაღად ფუნქციონირებს, შეუძლია მოერიოს ისეთ რთულ დაავადებებს, როგორიცაა დემენცია და ალცჰეიმერი.

კოჭა ანთების საწინააღმდეგო საუკეთესო საშუალებაა , ამ თვისებიდან გამომდინარე ორგანიზმში მიმდინარე ანთების დროს მისი გამოყენება ძალიან კარგ შედეგს მოგცემთ, განსაკუთრებით კარგია ართრიტის დროს.

აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას. მისი მიღების შემდეგ ადამიანს შებერილობა და გაზების დაგროვება აღარ შეაწუხებს.

| Print |
FaceBook Twitter Google