სპექტრი+
საკვები, რომელიც უზმოზე არ უნდა მიიღოთ
დღემ წარმატებით რომ ჩაიაროს, დაიწყეთ ის სწორი საუზმით. საუზმე აუცილებელია, რათა ნივთიერებათა ცვლის პროცესი არ შენელდეს და ორგანიზმი მთელი დღე გამართულად გემსახუროთ. არსებობს საკვები, რომლის მიღებაც ცარიელ კუჭზე არ შეიძლება.

1. ციტრუსი ალერგიას იწვევს. გარდა ამისა, უზმოზე ციტრუსის ჭამა სერიოზული დატვირთვაა ღვიძლისთვის. დაბოლოს, ეს ბიძგს აძლევს გასტრიტს. ციტრუსის ჭამამდე ან მისი წვენის დალევამდე მიირთვით შვრიის ფაფა.

2. ბანანი განთქმულია მაგნიუმის მაღალი შემცველობით, რომელიც გულის მუშაობას აუმჯობესებს, მაგრამ ნუ შეჭამთ მას დილაადრიან, მშიერ კუჭზე - ამან შესაძლოა დაარღვიოს კალიუმ-მაგნიუმის ბალანსი და მოგადუნოთ.

3. საუზმეზე უმი ბოსტნეულის ჭამამ შესაძლოა არა მხოლოდ გასტრიტს, არამედ წყლულსაც კი გაუწიოს პროვოცირება. მჟავები, რომლებსაც შეიცავს უმი ბოსტნეული, აღიზიანებს კუჭის ლორწოვან გარსს.

4. იოგურტი ციტრუსივით მავნე არ არის, მაგრამ არც სასარგებლოა. უმჯობესია, ის დღის განმავლობაში ან საღამოს მიირთვათ

5. ცივი წყალი ხელს უშლის საჭმლის მონელებას, ამიტომ ჭამის დროს მისი დალევა არ შეიძლება. მეტიც - დილით ცივი სასმლის მიღება მთელი დღით შეაფერხებს საკვების გადამუშავებას.

6. ყავის დალევა უზმოზე მავნებელია. მშიერ კუჭზე მირთმეული ყავა აღიზიანებს ლორწოვანს და შესაძლოა, გასტრიტამდე მიგვიყვანოს. დილაობით ყავა არც ღვიძლს არგებს.  მიირთვით ყავა, ოღონდ სრულფასოვანი საუზმის შემდეგ. 

7. ადამიანები, რომლებიც დიაბეტით არიან დაავადებულნი, ოდესღაც საუზმეს ტკბილეულით იწყებდნენ. დილაადრიან კუჭქვეშა ჯირკვალს არ შეუძლია საკმარისი რაოდენობის ინსულინის გამომუშავება, ამიტომ მშიერ კუჭზე ტკბილეულის ჭამა დამღუპველია - სისხლში შაქრის დონე არაჯანსაღ ზღვრამდე იმატებს და მომავალში ჯანმრთელობის პრობლემები გარანტირებულია.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google