სპექტრი+
მეტეორის ჩამოვარდნას ადამიანი ემსხვერპლა
ინდოეთში, მეტეორის ჩამოვარდნას ხანდაზმული მამაკაცი ემსხვერპლა.
როგორც "როიტერსი" იტყობინება, მეტეორი ერთ-ერთი კოლეჯის შენობას დაეცა. მამაკაცი კოლეჯის ბაღში იმყოფებოდა და მძიმედ დაშავდა. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეტეორის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდა 2 სტუდენტი და მებაღე.

გარდაცვლილი ავტობუსის მძღოლი იყო. სამეცნიერო პუბლიკაცია International Comet Quarterly წერს, რომ ეს ბოლო 200 წლის განმავლობაში მეტეორისგან დაღუპული ადამიანის პირველი შემთხვევაა. ბოლოს მეტეორის ჩამოვარდნას მსხვერპლი 1825 წელს მოყვა.

წყარო: newposts.ge
| Print |
FaceBook Twitter Google