სპექტრი+
ნიორის და ლიმონის სამკურნალო თვისებები
ლიმონის და ნიორის სამკურნალო თვისებების შესახებ ალბათ ბევრი გსმენიათა. გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს, რომელიც ჯანმრთელობისთვის საუკეთესოა. ეს ნაზავი შესანიშნავია სისხლის გასაწმენდად, გასაჯანსაღებლად და სიცოცხლის გასახანგრძლივებლად.

* ხორცსაკეპში გატარებულ 400 გრამ ნიორს დაამატეთ 24 ცალი ლიმონის წვენი, კარგად აურიეთ და მინის ქილაში ჩაასხით. ქილას დაახურეთ თხელი ტილოს ნაჭერი და თავი მოუკარით. გააჩერეთ 24 დღე. მიღებამდე კარგად შეანჯღრიეთ. 1 ჩაის კოვზი ნარევი გახსენით ნახევარ ჩაის ჭიქა ანადუღარ, ოთახის ტემპერატურის წყალში და მიიღეთ ძილის წინ.


ქრონიკული ბრონქიტის დროს პირშუშხა და ლიმონი დაგეხმარებათ

* 150 გრამი პირშუშხას ფესვი და 3 ცალი კანიანი ლიმონი გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და კარგად აურიეთ ერთმანეთში. მიიღეთ 1 ჩაის კოვზი დილით, უზმოზე, და საღამოს, ძილის წინ.

გაციებისას ბოლოკის წვენი და თაფლი სინჯეთ

* აიღეთ თანაბარი რაოდენობის ბოლოკის წვ­ენი და თაფლი, კა­რ­­გად აურიეთ და დალიეთ თითო სუფრის კოვზი დღ­ეში 3-ჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.






| Print |
FaceBook Twitter Google