სპექტრი+
არასოდეს გადააჯვარედინოთ ფეხები
ალბათ ყველა ჩვენთაგანისთვის ცნობილია ფეხის ფეხზე გადადება და ასე ჯდომა. სხეულის ენის სპეციალისტების თქმით, ის ადამიანის ნერვების მდგომარეობაზე მიუთითებს. ალბათ ბევრმა არ იცის, რომ ასე ჯდომა ჯანმრთელობისთვის ძალიან საზიანოა. ფეხის ფეხზე გადადება ზრდის ზეწოლას მცირე კანჭის ნერვზე, მუხლის უკანა მხარეს, ამან კი შეიძლება დროებით შეამციროს მგრძნობელობა ფეხის ქვედამიდამოებში.
სკამთან შედარებით, გადაჯვარედინებული ფეხებით იატაკზე ჯდომა განსაკუთრებით საზიანოა. იმ შემთხვევაში თუ საათობით იჯდებით, ნერვებზე ზეწოლის გამო შესაძლოა ფეხები იმდენად დაგიბუჟდეთ, რომ ვერც კი იგრძნოთ ისინი და ფეხზე ვეღარ მოახერხოთ ადგომა.
თუ ეს პოზა ჩვევად გაქვთ, მაშინ ალბათ ნაცნობია რეგულარული კისრის და ზურგის ტკივილი, ამიტომ აუცილებლად გამოასწორეთ მავნე ჩვევა და თავიდან აარიდეთ ზედმეტი დაჭიმულობა ხერხემალს. ეს მდგომარება გავლენას ახდენს თეძოებსა და მენჯის ძვალზე, შედეგად დატვირთვა აწვება ზურგს, რაც იწვევს ტკივილს.
კიდევ ერთი პრობლემა რასაც გადაჯვარედინებული ფეხებით ჯდომა იწვევს სისხლის წნევის ზრდაა, შედეგად დიდი დატვირთვა გულზე მოდის და ამით ზიანს აყენებთ საკუთარ ჯანმრთელობას.

წყარო: aww.ge

| Print |
FaceBook Twitter Google