სპექტრი+
კომში - ბუნებრივი პოლივიტამინი
კომში ერთ-ერთი ბუნებრივი პოლივიტამიანია. ამ კუთხით ის არ ჩამოუვარდება ვაშლსა და მსხალს. კომში მდიდარია ვიტამინებით, აზოტოვანი ნივთიერებებით, ორგანული მჟავებით, შაქრით. მასში უხვად არის მიკროელემენტები, არომატული, პექტინური და მთრიმლავი ნივთიერებები, რომლებიც ბაქტერიების საწინააღმდეგო თვისებებით გამოირჩევიან. მას ოდითგანვე იყენებდნენ სამკურნალოდ.
მოხარშულ ნაყოფს აჭმევდნენ, ხოლო ნახარშს ასმევდნენ საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადების დროს კუჭნაწლავის მოტორიკის გაძლიერების მიზნით. დღეს ფიტოთერაპევტები აღნიშნავენ, რომ კომში კარგია გულის აჩქარების, სისუსტის, ფაღარათის დროს, აქვს ამომფენი, შარდმდენი, სისხლდენისა და ღებინების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური მოქმედება.

კომშის ნახარშს გარეგანადაც იყენებენ. კოსმეტოლოგიაში კანის დასარბილებლად, თვალის დაავადებების დროს-საფენებისთვის, ანგინის შემთხვევაში- ყელში გამოსავლებად. კომშის უმი ნაყოფი მდიდარია რკინით-ერთ კილოგრამში მისი შემცველობა 30 მილიგრამია, რის გამოც კომში ეფექტური საშუალებაა ანემიის დროს.

კომში კოსმეტოლოგიაშიც გამოიყენება. ცხიმიანი და ფორებიანი კანისათვის მისგან ნიღაბი მზადდება: ათქვეფილ ცილას წვეთ-წვეთობით უნდა დავუმატოთ თანაბარი რაოდენობის ოდეკალონი,ქაფურის სპირტი და კომშის წვენი. ეს კანს ხავერდოვანს ხდის და სიგლუვეს სძენს.

წყარო. მკურნალი.გე




| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კომში /