სპექტრი+
რას იწვევს ღამით კომპიუტერთან ჯდომა
მკვლევარები, ჩატარებული ექსპერიმენტის შემდეგ, მივიდნენ დასკვნამდე, რომ კომპიუტერთან ღამით დიდხანს ჯდომამ, შეიძლება გამოიწვიოს დეპრესია,რაც თავის მხრივ ძილის დარღვევის მიზეზი ხდება.

აღმოჩნდა, რომ ტელევიზორის ყურებას ამგვარ შედეგებამდე არ მივყავართ. ადამიანები, რომლებიც ღამის განმავლობაში ერთმანეთთან ინტერნეტის საშუალებით ურთიერთობენ, ძილის წინ ტვინს დასვენების საშუალებას არ აძლევენ. ადამიანი მუდამ დაძაბულია, რაც ძილის დარღვევას იწვევს.

კვლევაში მონაწილეობდა 18-დან 22 წლამდე ასაკის 40 ადამიანი. მათ ღამით ევალებოდათ შეტყობინების გაგაზავნა 30 სხვადასხვა მისამართზე. დროთა განმავლობაში მიმოწერის რაოდენობა იზრდებოდა. ექსპერიმენტი ერთი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

აღმოჩნდა, რომ მონაწილეთა 77%-ს ძილთან დაკავშირებული პრობლემები დაეწყო. ისინი დიდხანს ვერ იძინებდნენ, ძილიც ფხიზელი ჰქონდათ, გაღვიძებისას კი უმეტესობას აღენიშნებოდა შფოთვა და გუნება-განწყობის მნიშვნელოვანი გაუარესება.

მეცნიერები მოგვიწოდებენ, რომ ღამით რაც შეიძლება ნაკლებად ვისარგებლოთ კომპიუტერით, რაც აგვარიდებს ზედმეტ მღელვარებას, დაგვიცავს ჭარბი გამოსხივებისგან და მოგვიწესრიგდება ძილი.

წყარო: mkurnali.ge
| Print |
FaceBook Twitter Google