სპექტრი+
მადის დაქვეითების რამდენიმე ხერხი
ცდილობთ, საკუთარ თავს საკვები შეუზღუდოთ, მაგრამ წონა უცვლელი რჩება? ზედმეტი კილოგრამებისგან გასათავისუფლებლად მისდიეთ შემდეგ პრინციპს: სწორი კვება და ფიზიკური დატვირთვა ერთად საუკეთესო გზაა საოცნებო ფიგურისაკენ. მათ, ვინც სპორტს მისდევს, ნივთიერებათა ცვლა უკეთესი აქვთ, ვიდრე ფიზიკურად გაუვარჯიშებელ ადამიანებს, ამიტომ ის, ვინც სისტემატურად დადის სპორტულ დარბაზში, ადვილად იტანს შეზღუდვებს და კარგად იცის, რომ გასეირნება ან ხანმოკლე მოთელვა შიმშილის დაძლევაში დაეხმარება.

კვების გეგმა
1. მიირთვით ხშირ-ხშირად და მცირე ულუფებით. დღეში არანაკლებ 5-6-ჯერ.
2. ეცადეთ, გააცალკევოთ ცილები და ნახში­რწყლები. განსაკუთრებით ერიდეთ სახამებლის შემცველ პროდუქტებს (კარტოფილს, პურ-ფუნთუშეულს, ბურღულის ფაფებს). ხორცი ბურღულის გარნირით და ბუტერბროდი ყველაზე საიმედო ხერხია დაკარგული კილოგრამების დასაბრუნებლად.
3. ზედმეტს ნუ შეჭამთ. ადექით სუფრიდან ოდნავ მშიერი. გაითვალისწინეთ, რომ დანაყრების გრძნობა 15-20 წუთის შემდეგ ჩნდება.
4. ერიდეთ ტკბილეულს. ის პროვოცირებას უწევს ჰორმონ ინსულინის სინთეზს, მას კი კუნთოვანი მასისა და ცხიმოვანი ქსოვილის ზრდამდე მივყავართ.

სურსათის შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ხარისხს. ეს იმას არ ნიშნავს, რომ უზარმაზარი თანხები ხარჯოთ დელიკატესების შესაძენად - უმეტესად სწორედ ასეთი საკვებია მავნე. მთავარია, თქვენს მაცივარში ყოველთვის იყოს ახალი პროდუქტი. ერთხელ და სამუდამოდ დაივიწყეთ ნახევარფაბრიკატები. ნუ იზარმაცებთ, თავად მოამზადეთ კერძები - იაფიცაა და გემრიელიც.

დალიეთ უგაზო, გაფილტრული წყალი. ის იდეალური სასმელია მათთვის, ვინც ჭარბ წონას ებრძვის. დღეში დაახლოებით 1,5ლ წყალი უნდა დალიოთ.
აურიეთ ერთმანეთში ერთი მანგოს წვენი, 1 ჩაის კოვზი ლაიმის წვენი, 50 მლ ფორთოხლის წვენი, დაუმატეთ ყინულის ნატეხი და დალიეთ დღეში ერთხელ, კვების ნაცვლად.


წყარო: მკურნალი.გე


| Print |
FaceBook Twitter Google