სპექტრი+
ტოკიოში "მოხუცებულ" ძაღლთა თავშესაფარი გაიხსნა
იაპონიის მცხოვრებლები განსაკუთრებული მზრუნველობით გამოირჩევიან თავიანთი ოთხფეხა მეგობრების მიმართ. ტოკიოში ძაღლებისთვის "მოხუცებულთა თავშესაფარი" გაიხსნა. შენობა იმდენად კომფორტულადაა მოწყობილი, რომ ხნიერი ძაღლები უზრუნველყოფილნი არიან ყველა საჭირო მომსახურებით. პატრონებს მიყავთ ის ძაღლები, რომლებსაც ვერ ან არ უკეთებენ ევთანაზიას.
პანსიონატი საკუთარ ბინადრებს უზუნველყოფს საკვებით, ვეტერინარული მომსახურებითა და კომფორტული საწოლებით. ყველაზე ასაკოვანი ბინადარი 17 წლის შიბა-ინუს ჯიშის ძაღლია. ეს ადამიანის ასაკთან მიმართებაში 84 წელია.

იაპონიაში ოფიციალურად 20 მილიონი პატრონიანი ცხოველია დარეგისტრირებული, ხოლო ბავშვი - 15 მილიონი.

წყარო: ზოოკლუბ.გე
| Print |
FaceBook Twitter Google