სპექტრი+
პოლიციელმა კენგურუ იშვილა
ავსტრალიელმა პოლიციელმა კენგურუს ნაშიერი "იშვილა", რომლის დედა მკვდარი იპოვეს, - წერს გამოცემა People.

ცნობილია, რომ კენგურუს ნაშიერი დედის ჩანთაში იპოვეს, რომელიც სავარაუდოდ მანქანამ გაიტანა. პატარა კენგურუ ჩანთიდან ამოიყვანეს და ადგილობრივი პოლიციის ერთ-ერთ უბანში მიიყვანეს.



საბედნიეროდ, იმ დღეს უბანში ცხოველთა მოყვარული და ყოფილი ფერშალი, პოლიციელი სკოტ მეისონი მორიგეობდა. მას ობოლი კენგურუ
უცებ შეუყვარდა და მისი სახლში წაყვანა გადაწყვიტა, იმისდა მიუხედავად, რომ შვილი ახლახან თვითონაც შეეძინა.



"კენგურუს სამ საათში ერთხელ კვება სჭირდება, ასე რომ, ის ჩემი პატარა შვილი გახდება. ახლა ჩემს მეუღლეს ქალაქ პერთში თავისი ახალშობილი ჰყავს, მე კი აქ ჩემი მეყოლება", - აღნიშნა პოლიციელმა.



ამჟამად პატარა კენგურუ რეაბილიტაციის გადის და თავის ახალ სახლს ეჩვევა.

| Print |
FaceBook Twitter Google