სპექტრი+
თეთრი პური ფილტვის კიბოს რისკს ზრდის
ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ მაღალი გლიკემიური ინდექსის პროდუქტები, როგორიცაა თეთრი პური, სიმინდის ფანტელი, მაკარონის ნაწარმი და ბრინჯი, ფილტვებისთვის საშიშია.


გლიკემიური ინდექსი საკვებში ნახშირწყლების რაოდენობას ასახავს. მასზეა დამოკიდებული, რამდენად სწრაფად აიწევს ჭამის შემდეგ სისხლში შაქრის დონე.



მოხალისეების მონაწილეობით ჩატარებული კვლევებით აღმოჩნდა, რომ იმ პირებში, ვინც ყოველდღიურად ღებულობდა მაღალი გლიკემიური ინდექსის მქონე ბევრ პროდუქტს, ფილტვის კიბოს რისკი 49%-ით მაღალი იყო, მათთან შედარებით, ვინც ამგვარ პროდუქტებს ნაკლებად მოიხმარდა.


გარდა ამისა, პროდუქტების მაღალი გლიკემიური ინდექსი კორელირებდა ფილტვის ბრტყელუჯრედიან კიბოსთან.

წყარო. მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google