სპექტრი+
რა შეიძლება გამოიწვიოს რძის არასათანადო რაოდენობით მიღებამ
კანადელმა მეცნიერებმა რძის იდ­ეალური ნორმა გამოთვალეს. თურმე 2-დან 5 წლამდე ასაკის ბავშვები ყოველდღე 500 მლ ძროხის რძეს უნდა იღებდნენ.
პედიატრი ჯონათან მაგირი, რომელმაც კოლეგებთან ერთად 1311 ბავშვი გამოიკვლია, აღნიშნავს, რომ რძის არასათანადო რაოდენობით მიღებამ შესაძლოა ორგანიზმში D ვიტამინის დეფიციტი გამოიწვიოს, ხოლო ჭარბმა - რკინისა, რაც, თა­ვის მხრივ, ანემ­იას, კოგნიტური უნარის დაქვეითებას, დაღლილობისა და სისუსტის შეგრძნებას, იმუნიტეტის დაქვეითებას, ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის გამომუშავების შემცირებას იწვევს. მკვლევრები აღნიშნავენ, რომ დროთა განმავლობაში ეს ეფექტები უფრო მკვეთრად წარმოჩნდება.

წყარო:მკურნალი.გე


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები რძე / ანემია /