სპექტრი+
რატომ არ უნდა მივირთვათ კიტრი და პომიდორი ერთად
კიტრისა და პომიდვრის სალათი, მწვანილებით შეზავებული, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული და ყველასათვის საყვარელი კერძია.
როგორც კვლევებით დადგინდა, მათი ერთად მიღება რეკომენდირებული არ არის.

სპეციალისტების თქმით, პომიდვრისა და კიტრის სალათი ძალიან მძიმე კერძია კუჭ-ნაწლავისთვის და საერთოდ, მთელი ორგანიზმისთვის. ამის მიზეზი კი ის არის, რომ კიტრი და პომიდორი ანტაგონისტური ბოსტნეულია.

პომიდვრისა (მჟავა გარემო) და კიტრის (ტუტე გარემო) შერევით იწყება მარილების წარმოქმნა, რომლებიც პირველ რიგში მავნებელია თირკმელებისთვის.
პომიდორი მდიდარია ასკორბინის მჟავით (C ვიტამინი), რომელსაც, სამწუხაროდ, შლის კიტრის შემადგენლობაში შემავალი ფერმენტი ასკორბინაზა.

ორგანიზმის მიერ კიტრის შეთვისებისთვის კუჭმა უნდა გამოყოს ერთი სახის ფერმენტები, პომიდორის მონელებისთვის კი – მეორე სახის. ყველას ერთად გამოყოფა შეუძლებელია, ამიტომ ერთი ბოსტნეულის მონელება ხდება, მეორესი კი – ვერა. ამგვარად წარმოიქმნება ნაწლავში აირები, რომელიც ადამიანს დისკომფორტს უქმნის.


წყარო: mediamall.ge


იხილეთ ამავე თემაზე:

იცით რა სამკურნალო თვისებები აქვს კიტრს?
რა მივირთვათ 40 წლის შემდეგ
ყველაზე სასარგებლო პროდუქტები
როგორ ვიკვებოთ ზაფხულში

| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კიტრი / პომიდორი /