სპექტრი+
როგორ ავიმაღლოთ იმუნიტეტი
ადამიანმა მთელი სიცოცხლე უნდა იზრუნოს იმუნურ სისტემაზე. ევროპელმა მეცნიერებმა შეადგინეს იმ მცენარეების ტოპათეული, რომლებიც სისტემის გაძლიერებას უწყობს ხელს.

1. ტყისა და ბაღ-ბოსტნის კენკრა - სასარგებლოა არა მარტო ცოცხალი ნაყოფი, არამედ წვენი და მურაბაც.  ის ზამთარში ორგანიზმს ვიტამინებისა და უნიკალური მიკროელემენტების ნაზავით კვებავს.

2. წითელი ჭარხალი - ეს ბოსტნეული, იმუნიტეტის მომატებასთან ერთად, აუმჯობესებს მადას, თავიდან გვაცილებს ანთებითი პროცესების განვითარებას, დადებითად მოქმედებს სისხლზე და ნერვულ სისტემაზე

3. კოჭა (ჯანჯაფილი) - კოჭას ახალი, დაკონსერვებული თუ დაფქული ფესვის გამოყენება აძლიერებს იმუნურ სისტემას და ინფექციებით გამოწვეულ პრობლემებსაც გვაცილებს თავიდან.

4. . სტაფილო - მისი ახალგამოწურული წვენი სასარგებლოა როგორც ბავშვებისთვის, ისე მოზრდილებისთვის. მასში შემავალი ვიტამინები, მინერალები და ეთერზეთები ორგანიზმზე დადებით ზემოქმედებას ახდენს.

5. ციტრუსები - ლიმონი, ფორთოხალი და ყველა სხვა ციტრუსი ც ვიტამინის მთავარი წყაროა და მისი მაღალი კონცენტრაციის წყალობით შესანიშნავად აძლიერებს იმუნურ სისტემას.

6.  მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების პროდუქტები - ზღვის კომბოსტო, თევზეული, მოლუსკები უხვად შეიცავს იმ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც აღადგენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებს, ამარაგებს მას იოდითა და თუთიით.

7. რძემჟავა პროდუქტები - მაწონი, კეფირი, იოგურტი, ხაჭო ორგანიზმის დამცავ და იმუნიტეტის შემანარჩუნებელ სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავს.

8.  ნატურალური თაფლი -  შავი ქლიავით, კაკლით თუ ქიშმიშით შეზავებული, მაღლა სწევს ჰემოგლობინის დონეს, ებრძვის სტრესს, აძლიერებს იმუნიტეტს და  დადებითად მოქმედებს სისხლის მიმოქცევაზე.

9. ნიორი - ის საუკეთესო პრობიოტიკია, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისგან. თუ ადამიანი ავად გახდა, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა შეიტანოს რაციონში.

10. მწვანე და შავი ჩაი - უამრავი ვიტამინის, ეთერზეთისა და მიკროელემენტის შემცველია. ის არა მარტო იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს, არამედ ანტიოქსიდანტების უხვი შემცველობის წყალობით დადებითად მოქმედებს გარეგნობაზეც, ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.

წყარო: მკურნალი.გე

| Print |
FaceBook Twitter Google