სპექტრი+
როგორ გავუმკლავდეთ ალერგიას
პოლინოზი ალერგიული დაავადებაა სასუნთქი გზებისა და თვალის ლორწოვანი გარსის მწვავე ანთებითი პროცესით.

ალერგიული რეაქცია იწყება ზოგადი სისუსტით, თავის ტკივილით, მისთვის დამახასიათებელია ალერგიული რინიტის მსგავსი სიმპტომებით: ცხვირის ლორწოვანი გარსის ანთება, შეშუპება, ქავილი, ლორწოსმაგვარი თხიერი გამონადენი, მრავლობითი და განმეორებითი ცემინება, ცხვირში სუნთქვის გაძნელება, ყელში ფხაჭნის შეგრძნება და ხველა, იშვიათ შემთხვევაში - სულისხუთვის შეტევები, დაღლილობა და გაღიზიანება. პაციენტებს ხშირად ეს გაციება ან სურდო ჰგონიათ.

პროფილაქტიკისთვის ყვავილობის პერიოდის დადგომისას რეკომენდებულია ფიჭის ღეჭვა. უნდა აიღოთ ხარისხიანი ფიჭა, რომლის მთლიანობა დარღვეული არ იქნება და რამდენიმე დღის განმავლობაში 10-15 წუთი ღეჭოთ. ის აქრობს ცხვირ-ხახის შეშუპებას და აღადგენს სუნთქვას. პოლინოზის გამწვავების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია დღეში 2-ჯერ შავი ნახშირის აბების სმა - ყვავილობის პერიოდამდე 2 კვირით ადრე 2-3 აბი დილას, უზმოზე, მიღებიდან ნახევარი საათი არ უნდა ჭამოთ, მეორედ კი ვახშმის წინ 1 საათით ადრე.

ასევე კარგია გვირილის ნახარშის გამოვლება ცხვირსა და ყელში - ნახარში უნდა იყოს თბილი. ნახარშში დასველებული საფენები შესანიშნავად აცხრობს ქუთუთოების შეშუპებასაც.


წყარო: მკურნალი.გე


| Print |
FaceBook Twitter Google