სპექტრი+
როგორ გამოვიყენოთ ალოე დიაბეტის სამკურნალოდ
ალოე განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა, რომელიც ორგანიზმს ინფექციურ დაავადებებთან  ბრძოლაში ეხმარება.
ბევრმა არ იცის, რომ ალოე დიაბეტის სამკურნალოდაც გამოიყენება. ის შეიცავს გლუკომანანს, ხსნად უჯრედისს, რომელიც სისხლში შაქრის დონის დასაქვეითებელ აუცილებელ ელემენტს წარმოადგენს. ასევე შეიცავს ანტრაქინონებს, ორგანულ ფენოლებსა და ლექტინებს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სისხლში შაქრის დონის რეგულაციაში.

ალოე ორგანიზმს შლაკებისა და ტოქსინებისგან ათავისუფლებს, რაც ასევე სისხლში გლუკოზის დონის შემცირებას უწყობს ხელს. ეფექტურია დიაბეტით გამოწვეული სხვა დაავადებების: მაგალითად კანის ჭრილობების, ინფექციების სამკურნალოდ.

მისი რეგულარული მოხმარება ასტიმულირებს ინსულინის გამომუშავებას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტიპი 2 შაქრიანი დიაბეტის შემთხვევაში. და ბოლოს, ის ნატურალური საშუალებაა, რომელიც არ იწვევს გვერდით ეფექტებს.

წყარო: mkurnali.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ალოე / დიაბეტი /