სპექტრი+
როგორ გავიქროთ მუცელი
სწრაფი და ეფექტური გახდომის მეთოდი, რომელიც მთელი რიგი ექსპერიმენტების ჩატარების შემდეგ იაპონელმა ექიმმა ფუკუცუძიმ თავის წიგნში აღწერა, აზიაში 6-მილიონიან ტირაჟად გაიყიდა.

წიგნში მოთხრობილი მეთოდისთვის დაგჭირდებათ დიდი პირსახოცი, მყარი, მსხვილი ძაფი, ჰორიზონტალური ზედაპირი და დღეში 5 წუთი.

რამდენიმე წუთის განმავლობაში თქვენ წევხართ სწორ ზედაპირზე და წელის ქვეშ ამოდებული გაქვთ რულონივით დახვეული პირსახოცი. შედეგად მუცელი ქრება. რამდენიმე სანტიმეტრად დახვეულ პირსახოცზე წოლისას წინ წამოიწევს მკერდი, სწორდება ხერხემალი და სიმაღლეც კი გემატებათ.

1.თავდაპირველად მჭიდროდ დაახვიეთ პირსახოცი. შემდეგ შემოახვიეთ მას თოკი ან მსხვილი ძაფი. თუ წელის ტკივილები გაწუხებთ, შედარებით თხელი პირსახოცი აიღეთ.

2. ახლა იდეალურად სწორ ზედაპირზე (რბილი საწოლი და დივანი ამისათვის არ გამოდგება, უმჯობესია, იატაკზე დააფინოთ პლედი ან სავარჯიშო ლეიბი) დახვეული პირსახოცი ამოიდეთ წელის ქვეშ. უფრო კონკრეტულად კი...ფრთხილად ვწვებით ზურგზე, ხელით გვიჭირავს პირსახოცის მუთაქა, რომელიც ზუსტად ჭიპის გასწვრივ უნდა იდოს! ეს მნიშვნელოვანია! ვამოწმებთ პოზის სისწორეს, საჩვენებელი თითით ჭიპიდან პირსახოცის რულონამდე ვხაზავთ წრეს...

3.მოდუნდით.ფეხები მხრების სიგანეზე გაშალეთ და ფეხის წვერები შეართეთ ისე, რომ ერთმანეთს მხოლოდ დიდი თითები ეხებოდეს.

4. ხელები წაიღეთ თავს უკან, ხელისგულები ქვემოთ უნდა იყოს მიმართული, ნეკა თითები კი - შეერთებული. დააკვირდით! მთავარია, რომ ფეხების ცერა თითები და ხელების ნეკები ერთმანეთს ეხებოდეს.
ამ პოზაში უნდა იწვეთ 5 წუთი.

თუ თქვენ ყველაფერს სწორად გააკეთებთ, თქვენი ჩონჩხი მაშინვე მიიღებს მისთვის ბუნებრივ ფორმას. ეს პროცესი შესაძლოა, მტკივნეული იყოს. თუ გაგიჭირდათ 5 წუთი ამ პოზაში გაჩერება, დაიწყეთ ჯერ ორი წუთიდან და ყოველდღე მოუმატეთ დრო, მაგრამ საბოლოო ჯამში, სწორედ 5 წუთი უნდა დაჰყოთ. თუ გსურთ, რომ შედეგი მართლაც მიიღოთ არ უნდა გამოტოვოთ არცერთი დღე.

თუ პირსახოცის რულონს მკერდის გასწვრივ, ბეჭებქვეშ ამოიდებთ, მკერდი ნელ-ნელა წინ წამოიწევს და ლამაზ ფორმას მიიღებს. თუ პირსახოცს თეძოების ქვეშ ამოიდებთ, წელის ხაზი უფრო გამოიკვეთება და მოხდენილი გახდება.

რჩევები:

კარგი იქნება, თუ პირველ ჯერზე ვინმე გააკონტროლებს თქვენი პოზისა და პირსახოცის მდებარეობის სისწორეს. საათი დადეთ ისეთ ადგილას, რომ ხედავდეთ. 5 წუთის გასვლის შემდეგ ფრთხილად გადაგორდით პირსახოცის რულონიდან და 1 წუთის განმავლობაში იწექით. შემდეგ წამოჯექით ფრთხილად და კიდევ 1 წუთი დაჰყავით ამ მდგომარეობაში. ფრთხილად, აუჩქარებლად ადექით. შეიძლება გაგიჭირდეთ.3 წუთში ჩიტივით იქნებით. თუ ვარჯიშს ძილის წინ გააკეთებთ, ჩვილივით დაგეძინებათ. თუ დილით გააკეთებთ, მთელი დღე ენერგიულად და მსუბუქად იგრძნობთ თავს.

მასალა მომზადებულია  marao.ge მიხედვით

 

| Print |
FaceBook Twitter Google