სპექტრი+
ჭარხლის წვენი გულით დაავადებულების სამკურნალოდ
ვაშინგტონის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა რამდენიმე წლიანი გამოკვლევის საფუძველზე დაასკვნეს, რომ დიეტური ნიტრატები კუნთების მუშაობას აუმჯობესებს.

აქამდე ეს დასკვნა მხოლოდ სპორტსმენების მონაწილეობით მიმდინარე ექსპერიმენტების შედეგებზე დაყრდნობით იყო მიღებული. დღეს ის გულით დაავადებულთა შორის მიღებულ შედეგებსაც ეფუძნება.

მოგეხსენებათ, სპორტსმენები, განსაკუთრებით ველორბოლით გატაცებულნი, ვარჯიშის შედეგის გასაუმჯობესებლად ჭარხლის წვენს რეგულარულად მიირთმევენ.
ანალოგიური მიდგომა შეიძლება გამოყენებული იყოს გულის უკმარისობის მქონე პაციენტებშიც - აცხადებენ სპეციალისტები. ნიტრატები, რომელთაც შეიცავს ჭარხლის წვენი, ისპანახი და სხვა ფოთლოვანი ბოსტნეული, ადამიანის ორგანიზმში გარდაიქმნება აზოტის ოქსიდად. ეს უკანასკნელი აფართოებს სისხლძარღვებს და კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს მეტაბოლიზმზე.

საინტერესო შედეგები აჩვენა ექსპერიმენტებმა. ჭარხლის წვენის მიღებიდან ორ საათში კუნთების ძალა 13 %-ით იზრდებოდა. კუნთების მომატებული შრომისუნარიანობის წყალობით პაციენტები უფრო ადვილად გადაადგილდებოდნენ და ნაკლებად იღლებოდნენ ყოველდღიური დატვირთვების დროს. კუნთების ძალა სწრაფი და ინტენსიური მოძრაობების დროსაც საგრძნობლად იმატებდა. ამასთან, ხანგრძლივი დატვირთვების შემთხვევაშიც კი კუნთების დაღლილობის მაჩვენებელი არ იცვლებოდა.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google