სპექტრი+
ნიახურის სასარგებლო თვისებები
ნიახურს ორგანიზმისთვის დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია.  დაამატეთ კვების რაციონს ეს მწვანილი და იზრუნეთ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

1) ნიახური დაბალკალორიული პროდუქტია. მისი ერთი ღერი მხოლოდ 10 კალორიას შეიცავს. ეს მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც მუდმივად ებრძვის ჭარბ წონას. დაამატეთ ნიახური სალათს მაღალკალორიული ინგრედიენტების ნაცვლად. მიიღებთ ძალიან მსუბუქ, თუმცა ჯანმრთელობისათვის სასარგებლო, გემრიელ კერძს.

2) ნიახური ორგანიზმს ინფექციასთან ბრძოლაში ეხამარება, ხელს უწყობს იმუნიტეტის ამაღლებას. თუ ასთმა ან ქრონიკული ბრონქიტი გაწუხებთ, რეგულარულად მიირთვით ნიახური. ასე გაცილებით სწრაფად გამოკეთდებით.

3) ღამით ნიახურის ერთი ღერის ჭამა მშვიდი ძილის გარანტი იქნება. ნიახური სხვადასხვა მიკროელემენტების ხარჯზე, რომლებსაც საკმაოდ შეიცავს, დამამშვიდებლად მოქმედებს ნერვულ სისტემაზე. მის შემადგენლობაში მყოფი მაგნიუმი მოდუნებაში დაგეხმარებათ.

4) ნიახური ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას. თუ ზედმეტი ჭამეთ, ან დალიეთ და დისკომფორტს განიცდით, ეს მცენარე სწრაფად აღადგენს ორგანიზმში ბალანსს და დაგიბრუნებთ სიმხნევეს.

5) ის შეიცავს წყლის დიდ რაოდენობას და შესანიშნავად დაატენიანებს თქვენს ორგანიზმს. ორგანიზმში წყლის დონის შემცირებისას ნიახურის ჭამა ჭკვიანური გადაწყვეტილება იქნება.

6) ნიახური ნატურალურ მინერალურ მარილებს შეიცავს, რაც სასარგებლოა ძვლებისთვის და ასევე, სხეულში მიმდინარე სხვადასხვა გაცვლითი პროცესებისათვის.

7) თუ მხედველობის პრობლემები გაქვთ, ნიახური გარკვეულწილად შეძლებს თქვენს დახმარებას. ამ მცენარის ერთი ღერი შეიცავს A ვიტამინზე ორგანიზმის დღეღამური მოთხოვნის 10%-ს. A ვიტამინი სასარგებლოა კანისთვისაც.

8)და ბოლოს,  ნიახური შეიცავს ნივთიერებას, რომელიც ამცირებს სისხლში ქოლესტერინის რაოდენობას. ამ კომპონენტის დამსახურებაა, რომ ეს მწვანილი ხანგრძლივად ინახება. ნიახური ბუნებრივი ანტიოქსიდანტების ძლიერი წყაროა.


წყარო-amboben.primetimenews.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ნიახური /