სპექტრი+
მკურნალი მარწყვი
მარწყვი ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო ხილია. აძლიერებს იმუნიტეტს და სისხლძარღვების კედლებს. იცავს ორგანიზმს ვირუსებისგან, მისი მიღება რეკომენდირებულია გაციების პროფილაქტიკისთვის.

მიუხედავად ტკბილი გემოსი, ფლობს შაქრის დამწევ შესაძლებლობებს. დილით მიღებული ჭიქის მეოთხედი მარწყვის წვენი გვეხმარება კუჭის დაავადებების დროს.საუკეთესო საშუალებაა გახდომის მსურველთათვის. დიდი რაოდენობით მიღებისას არ უნდა დაგვავიწყდეს მისი შარდმდენი თვისებებიც. ის ორგანიზმს ეხმარება განთავისუფლდეს ზედმეტი წყლებისგან. ფოთლების ნახარში არეგულირებს არტერიულ წნევას და ნივთიერებათა ცვლას ორგანიზმში. მარწყვი აუცილებლად უნდა ჩართონ თავის რაციონში ანემიით დაავადებულებმა. გამოიყენება ასევე ჰიპერტონიის, ათეროსკლეროზის, გულის იშემიური დაავადებების დროს.

მარწყვი სახის გაწმენდის საუკეთესო საშუალებაა. სუფთა კანზე 15-20 წუთით დაიდეთ მარწყვის ფაფა. სახე ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ასეთი ნიღაბი ძალიან მოუხდება მათ ვისაც აქვს მშრალი კანი.

მარწყვის შემადგენლობაში შედის: რკინა, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, რიბოფლაბინი, რუტინი და ნიკოტინის მჟავა. არეგულირებს ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლას გვეხმარება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, კუჭის წყლულის, ნაწლავების ინფექციისას, თირკმელების დაავადების დროს.

წყარო: life.mediamall.ge/
| Print |
FaceBook Twitter Google