სპექტრი+
რას ნიშნავს ხელის გულზე გამოსახული ასო „M“
დააკვირდით ხელის გულებს. ზოგჯერ გონების, გულის, ბედის და ცხოვრების ხაზები ერთმანეთს გადაკვეთენ და შუაგულში მიიღება ასო „M“. თუ ეს ასეა, ცხოვრებაში ბევრი წარმატება გელით. შეიძლება ოთხივე ხაზი გადაიკვეთოს, მაგრამ ასო „M“-ს მიღება უიშვიათესი ფორმაა. ის შეიძლება იყოს როგორც მარჯვენა ასევე მარცხენა ხელის გულზეც.

1. რომ გაიგოთ გაქვთ თუ არა ეს ასო შეხედეთ სიცოცხლის ხაზს. ეს ხაზი ამოდის ცერა თითიდან მაჯამდე. ის შეიძლება შეწყდეს ან გადაიკვეთოს პატარა ხაზებით. სიცოცხლის ხაზი მიუთითებს თქვენს ჯანმრთელობაზე, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე.

2. შემდეგ იპოვეთ გონების ხაზი. ეს ხაზი ხელის შუაგულში იკვეთება. ის შეიძლება იყოს სწორი ან ცოტათი მოხრილი. როგორც ჩვეულებრივ გონების ხაზი იწყება იქიდან საიდანაც ცხოვრების ხაზი, ის მიუთითებს თქვენი გადაწყვეტის უნარსა და ძალაუფლებაზე.

3. შემდეგ მოძებნეთ პატარა ხაზი, რომელიც იშვიათად გვხვდება და ბედის ხაზი ჰქვია. ეს ხაზი ბევრ ადამიანს არა აქვს, ამიტომ არის რომ ასო „M“ იშვიათია. ხაზი ხელის შუაგულიდან, ზევიდან ქვევით სწორად ჩამოდის. ხაზი მკვეთრად თუ ჩანს ნიშნავს, რომ თქვენს ცხოვრებაზე სერიოზული და ძლიერი ზეგავლენაა იმის, რისი კონტროლიც არ შეგიძლიათ.

4. ბოლო ხაზი რომლის პოვნაც მოგიწევთ არის სიყვარულის ხაზი, ის თქვენს ოჯახურ ურთიერთობებზე მიუთითებს, როგორც წესი სიყვარულის ხაზი იწყება საჩვენებელი და შუა თითებს შუადან და არათითისკენ არის მიმართული.

თუ ეს ოთხი ხაზი იკვეთება და ასო „M“-ს წარმოქმნის, თქვენ უნიკალური ადამიანი ყოფილხართ.


წყარო aww.ge


| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ხელის გული /