სპექტრი+
რას მოგითხრობთ ხელის მტევანი საკუთარ თავზე
გაიგეთ რას მოგითხრობთ ხელის მტევანი საკუთარ თავზე.

1.კვადრატული მტევანი და მოკლე თითები

ადამიანები, რომელთაც ხელის მსგავსი მტევანი აქვთ, პრაქტიკულები, საიმედოები, ლოიალურები და კომუნიკაბელურები არიან. ხშირად ისინი კონსერვატიულობასაც ავლენენ, უყვართ ტრადიციები. არიან ორგანიზებულები. მათთვის დამახასიათებელია მთელი ცხვრების წინასწარ დაგეგმვა, სწამთ რომ ყველა ადამიანი თავად განაგებს საკუთარ ბედს.სურვილი იმისა, რომ მაქსიმალურად ხანმოკლე დროში რაც შეიძლება ბევრი საქმე გააკეთონ, ხშირად მათი დაბნეულობის მიზეზი ხდება. თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს მსგავსი სიტუაციებიდან მარტივად იძვრენენ თავს.

2. კვადრატული მტევანი და გრძელი თითები

ხელის მტევნის ეს ფორმა დამახასიათებელია ემოციური, მრავალფეროვანი ინტერესების მქონე ადამიანისათვის. მათ ძალიან უყვართ მოგზაურობა, ხალხის გაცნობა და ხმაურიანი წვეულებები. ეს ადამიანები ძალიან მარტივად პოულობენ ახალ გატაცებებს, თუმცა ასევე ძალიან მარტივად ივიწყებენ მათ. დროთა განმავლობაში ესაჭიროებათ ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი იტანჯებიან რუტინად ქცეული ყოველდღიურობისგან. მიუხედავად ამისა ეს ადამიანები წარმატებულები არიან კარიერული თვალსაზრისით.

3. წაგრძელებული მტევანი და მოკლე თითები

ამ ადამიანებს ულევი ენერგია და იდეები აქვთ, ახასიათებთ მაორგანიზებელი ჩვევები და ხშირად მანიპულირებენ სხვა ადამიანებით. მთელ ცხოვრებას ისინი სიჩქარეში ატარებენ, მიუხედავად იმისა, თუ რითი არიან დაკავებული.მათთვის დამახასიათებელია ცნობისმოყვარეობა და ძალიან უყვართ სიახლეების საკუთარ თავზე გამოცდა. ასეთი ადამიანები კომუნიკაბელურები არიან და ადვილად ეწერებიან ახალ კოლექტივში.


4. წაგრძელებული მტევანი და გრძელი თითები

ამ ადამიანებისთვის დამახასიათებელია რბილი ხასიათი, მგრძნობიარობა და გულწრფელობა. ასევე განვითარებული აქვთ ინტუიცია. ურთიერთობაში მათთვის სულიერი მხარე მატერიალურზე მნიშვნელოვანია. ჩვეულებისამებრ არასოდეს ჩქარობენ ცხოვრებაში. სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი ამ ადამიანების კოზირს ნამდვილად არ წარმოადგენს. სიჩქარე, ადრენალინი და ამაოება- სამი რამ რასაც ეს ადამიანები ცხოვრებაში ყოველთვის გაურბიან.

წყარო: paparazzi.com

| Print |
FaceBook Twitter Google