სპექტრი+
რომელი პროდუქტი იწვევს ნაადრევ სიბერეს
დაბერება ფიზიოლოგიური პროცესია და მას ვერსად გავექცევით. თუმცა, ისეთი ახალგაზრდებიც არსებობენ, რომლებიც დროზე ადრე ბერდებიან. ნორვეგიელმა მეცნიერებმა ცდა ჩაატარეს და გამოავლინეს პროდუქტები, რომლებიც ადრეულ დაბერებას იწვევს.


გამორიცხეთ საყიდლების სიიდან: სოსისები და ძეხვეული, გაზიანი სასმელები, ტორტები და ნამცხვრები, დაკონსერვებული და შებოლილი პროდუქტები. რეგულარულად აკონტროლეთ წონა და ნურც ვარჯიშსა და ფეხით სიარულზე იტყვით უარს.

არ შეიძლება რაციონიდან გამოირიცხოს მაღალკალორიული პროდუქტები: ხორცი, ცხიმი, კარაქი და შაქარი. ცხიმისა და ხორცის გარეშე მოგემჩვარებათ კუნთები და კანი; ამასთანავე, ვიტამინი ბე 12 მხოლოდ ხორცშია და მის გარეშე შეუძლებელია ორგანიზმის ჯანმრთელობის შენარჩუნება; კარაქი მდიდარია ა ვიტამინით; მისი ნაკლებობა ნაადრევ ნაოჭებს იწვევს; შაქრის გარეშე შეგიფერხდებათ ტვინის აქტიურობა; გახსოვდეთ, ახალგაზრდულად გამოიყურება ის, ვინც მცირე ულუფებით და ხშირ-ხშირად მიირთმევს. ამასთანავე, კვების რაციონი დაბალანსებული უნდა იყოს.

თუ იმ ადამიანთა ჯგუფს განეკუთვნებით, რომლებიც არ მიირთმევენ მწვანილს, ხილსა და ბოსტნეულს, მაშინ შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ თქვენი ორგანიზმიდან გამოიდევნება კალიუმი, მაგნიუმი და კალციუმი, რაც ჯანმრთელ კანზე, თმაზე, ფრჩხილებისა და ძვლებზე აგებს პასუხს. იმისათვის, რომ 45 წლის ასაკში 30 წლის გოგონას ჰგავდეთ, გაამდიდრეთ რაციონი ხილითა და ბოსტნეულით, მწვანილით, რძის პროდუქტებით, თევზით, ხორცითა და თხილით. არ დაგავიწყდეთ წყლის სმაც.

შეამცირეთ ყავის დოზა. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ყავის მოყვარული ადამიანები უფრო ადრე ბერდებიან, ვიდრე შავი და მწვანე ჩაის მოყვარულები. ჩაი შეიცავს კატეხინის განსაკუთრებულ ტიპს - თეაფლავინს, რაც ორგანიზმში კოლაგენის არსებობა-გაუმჯობესებას უწყობს ხელს. კოლაგენი კი ნაოჭების გაჩენას უშლის ხელს.

წყარო: marao.ge
| Print |
FaceBook Twitter Google