სპექტრი+
არ დალიოთ ყავა უშაქროდ
იცით თუ არა, რომ ყავა, გაყიდვების რაოდენობით, მსოფლიოში მეორე ადგილზეა, ნავთობის შემდეგ? დღეში დაახლოებით 2,7 მილიარდი ჭიქა ყავა ისმევა. ამ პროდუქტზე უამრავი მეცნიერული კვლევაა ჩატარებული.

კითხვაზე ყავა შაქრიანი უნდა დავლიოთ თუ უშაქრო - სპეციალისტების დაკვირვებით პასუხი ერთია - შაქრით

უშაქრო ყავა უარყოფითად მოქმედებს ტვინზე. ეს სასმელი უბრალოდ მატონიზირებელი კი არაა, არამედ აქტიურად მატონიზირებელი. კოფეინისგან ტვინის აქტივობა ძლიერდება და ის მწვავედ საჭიროებს "საკვებს", ანუ ნახშირწყლებს. უშაქრო ყავის დალევის შემდეგ, ტვინი დაახლოებით იმავეს განიცდის, რასაც უკიდურესად დამშეული ადამიანი, რომელიც ამავდროულად მძიმე ფიზიკურ სამუშაოსაც შეასრულებს.
თუ ეს რეგულარულად გრძელდება, გამოფიტვა და რთულად გამოსასწორებელი ორგანული დაზიანებები მოსალოდნელი იქნება. ასე, რომ აღმოსავლეთში ტყუილად არ ამბობენ, რომ - "ყავა კოცნასავით ტკბილი უნდა იყოს"

წყარო: ბომონდი



| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები ყავა / შაქარი /