სპექტრი+
როგორ დავიცვათ თავი კოღოებისგან
ზაფხულის დადგომასთან ერთად ჩნდება მწერების პრობლემა. გთავაზობთ რამდენიმე რჩევას კოღოსგან თავის დასაცავად.

კოღო ვერ იტანს ევკალიპტის, ფიჭვის, მიხაკისა და რეჰანის არომატს. ამ მცენრეების ეთერზეთში დასველებული ბამბა მოვათავსოთ ფანჯრის რაფაზე.
ოთახში კოღო არასოდეს შეგაწუხებთ, თუ გექნებათ ანწლის ახალი ტოტები ან პომიდვრის ღერო. მოათავსეთ ისინი ფანჯრის რაფაზე და მშვიდად დაიძინეთ.
ქოთანში გაზრდილი პიტნა შესანიშნავი საშუალებაა კოღოების დასაფრთხობად. შესაძლებელია ფანჯრის რაფაზე პიტნის ფოთლების მოთავსებაც.
გვირილა სწრაფად და საიმედოდ გვაშორებს კოღოებს.
ერთი კბილი ნიორი მოათავსეთ ლამბაქზე და დადეთ ყველა ოთახში. სუნი მართალია მძაფრია, მაგრამ ნიორი არა მარტო კოროებს მოგაშორებთ, იმუნიტეტსაც აგიმაღლებთ.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები კოღო / ზაფხული /