სპექტრი+
როგორ დავძლიოთ შიმშილის გრძნობა
გახდომის ერთ-ერთი ყველაზე აქტუალური პრობლემა გაუსაძლისი შიმშილის შეტევის დათრგუნვაა. ამისთვის არსებობს რამდენიმე საშუალება.


საღეჭი რეზინა შიმშილის დათრგუნვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. მისი ღეჭვისას, ვატყუებთ ორგანიზმს, ვაიძულებთ რა რეცეპტორებს ტვინს გადასცენ საკვების მიღების ცრუ სიგნალები. საღეჭი რეზინა არ შეიცავს კალორიებს.

ყავა შიმშილის დათრგუნვის ნატურალური საშუალებაა. მასში ცოტა კალორიაა და კოფეინის შემცველობის გამო, ორგანიზმში ძლიერდება მეტაბოლური პროცესები. მხოლოდ ყავას, ტკბილეულთან ერთად ნუ მიირთმევთ. ასეთ შემთხვევაში მოსალოდნელ ეფექტს ვერ მივიღებთ. დალიეთ წყალი. ”წყურვილისა” და ”შიმშილის” სიგნალებს მსგავსი ბუნება აქვთ და ტვინს მათი გარჩევა უჭირს. შიმშილის გრძნობის დროს დალიეთ ერთი ჭიქა წყალი.


გამოიხეხეთ კბილები და შიმშილის გრძნობა გაივლის. გადადით დაბალკალორიულ საკვებზე. სურვილისამებრ მიირთვით ახალი ხილი და ბოსტნეული. მათში დიდი რაოდენობითაა ვიტამინები და მიკროელემენტები. ჭამეთ მეტი ცილა.  ცილა ორგანიზმს ანაყრებს უფრო სწრაფად და უკეთესად, ვიდრე ცხიმები - ეს საჭმლის მონელების პროცესის თავისებურებაა.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები შიმშილი /