სპექტრი+
თირკმელების გასაწმენდი საკვები და მცენარეები
ადამიანის ორგანიზმისთვის თირკმელების ჯანმრთელობასა და ნორმალურ ფუნქციონირებას დიდი მნიშვნელობა აქვს. ამისთვის კი აუცილებელია მათი პერიოდული გაწმენდა.

გთავაზობთ საკვებისა და მცენარეების ათეულს, რომელიც ყველაზე მეტად ეხმარება თირკმელებს დეტოქსიკაციაში.

1. კენკრა ანტიოქსიდანტების უნივერსალური წყაროა. მისი რეგულარულად მიღება ეხმარება თირკმელებს შარდის მჟავას გამოთავისუფლებაში. ძალიან სასარგებლოა შტოში და ყურძენიც.

2. კოჭა იგივე ჯანჯაფილი საუკეთესო გამწმენდი თვისებებით გამოირჩევა. ეხმარება თირკმელებსა და სისხლს წიდებისა და ტოქსინებისაგან გათავისუფლებაში.

3. წითელი ბულგარული წიწაკა თირკმელების ჯანმრთელობისთვის გამორჩეული საკვებია. მასში უხვადაა აგრეთვე ლიკოპენი და ანტიოქსიდანტები, რომლებიც გვიცავს სიმსივნური პათოლოგიისგან. შეეცადეთ ხშირად მიირთვათ ეს ბოსტნეული. გახსოვდეთ, ამით ჯანმრთელობას უნარჩუნებთ არა მხოლოდ თირკმელებს, არამედ სხვა ორგანოებსაც.

4. იოგურტი ჯანსაღ სკავებად მიიჩნევა, რადგანაც შეიცავს სასარგებლო პრობაქტერიებს.  საკვებ რაციონში იოგურტისა და სხვა რძემჟავა პროდუქტების წილი დაბალანსებული უნდა იყოს.

5. გოგრის თესლი ბევრისთვის საყვარელი სასუსნავია. ის ტოქსინებისა და წიდების გამოდევნის ეფექტური საშუალებაა. მდიდარია ანტიოქსიდანტებით, ვიტამინებითა და მინერალებით.

6. ჰორტენზია ფართოდ გავრცელებული და ძალზედ პოპულარული მცენარეა. მისი ფესვის ნაყენი გამოიყენება როგორც გამხსნელი და ერთგვარად გამაშალაშინებელი საშუალება თირკმელებში არსებული დაკბილული, მახვილკიდეებიანი კენჭების (ქვების) წინააღმდეგ. ის ეხმარება ორგანიზმს კალციუმის შეწოვა-შეთვისებაში (აბსორბციაში), რითაც ხელს უშლის თირკმელებში კენჭების განვითარებას.

7. ნიახურის თესლი და ფესვები შარდმდენი თვისებებითაა ცნობილი. შარდის წარმოქმნის გაძლიერების ხარჯზე ხელს უწყობს ორგანიზმს ტოქსინებისაგან გაწმენდაში. ნიახურის ფესვი იმავდროულად მდიდარია მინერალებით, კერძოდ, ნატრიუმითა და კალიუმით, რის გამოც თირკმელებისთვის მასტიმულირებელ საშუალებად გვევლინება.

8. ტყის შვიტა ჩვეულებრივ სარეველებში გვხვდება, გამოირჩევა განსაკუთრებული დიურეზული (შარდმდენი) თვისებებით. შვიტა  მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რასაც განსკუთრებული მნიშვნელობა აქვს თირკმელებისა და საზოგადოდ, საშარდე სისტემის ჯანმრთელობისათვის.

9. ოხრახუში არომატული მცენარეა. ის აქტიურად გამოდევნის ტოქსინებს თირკმელებიდან და საზოგადოდ საშარდე გზებიდან. სასარგებლოა აგრეთვე კენჭოვანი დაავადების სამკურნალოდ.

10. Chanca Piedra - ეს გახლავთ ტროპიკული მცენარე, რომლის სახელწოდებაც ესპანურიდან თარგმანში "კენჭების დამამსხვრეველს " ნიშნავს. ასეთი დასახელება მცენარემ მრავალსაუკუნოვანი გამოცდილების შედეგად გამოხატული თვისებების გამო შეიძინა. ის უნიკალურად შლის თირკმელებში (ასევე ნაღვლის ბუშტსა და ღვიძლში) არსებულ კენჭებს. ეფექტურად გამოჰყავს შარდის მჟავა შარდიდან და აღიარებულია თირკმელების გამაჯანსაღებელ უნიკალურ მცენარედ.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google