სპექტრი+
რატომ უნდა ვჭამოთ წიწიბურა
წიწიბურა იდეალურ დიეტურ საკვებად მიიჩნევა, სასარგებლო მიკროელემენტებისა და ვიტამინების შემცველობით ის 2-3-ჯერ აღემატება სხვა ბურღულეულს.


წიწიბურას რეგულარულად ჩართვა საკვებ რაციონში ხელს უწყობს სხეულის მასის ოპტიმიზირებას, ზრდის ორგანიზმის მდგრადობას სტრესებისა და გარემოს მავნე ფაქტორებისადმი.

წიწიბურა ადვილად მოსანელებელია, წმენდს ორგანიზმს წიდებისა და ტოქსინებისგან. საკვებად მის გამოყენებას პრაქტიკულად არ აქვს უკუჩვენება (იშვიათ შემთხვევებში აღინიშნება ინდივიდუალური აუტანლობა), ამიტომაც წიწიბურა ყველასათვის რეკომენდებული და სასარგებლო საკვებია. ის მდიდარია რკინით, შესაბამისად, აუცილებელია რკინადეფიციტური ანემიით დაავადებულთათვის, ასევე მათთვის, ვინც ინტენსიური სისხლდენა გადაიტანა.

საყურადღებოა ისიც, რომ წიწიბურაში შედის ფოლიუმის მჟავა, რომელიც სისხლწარმოქმნის პროცესს ააქტიურებს. წიწიბურა რეკომენდებულია სხივური დაავადებისა და ძვლის ტვინის დაზიანების დროს. მეცნიერული კვლევებით დადგენილია, რომ წიწიბურას რეგულარულად ჩართვა საკვებ რაციონში ორგანიზმიდან გამოაძევებს ე.წ. ცუდ ქოლესტერინს. აქედან გამომდინარე, ის რეკომენდებულია ჰიპერტონული დაავადებისა და ათეროსკლეროზული პროცესების საპროფილაქტიკოდ.

წყარო: მკურნალი.გე
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები წიწიბურა /