სპექტრი+
როგორ დავიცვათ თავი თრომბის წარმოქმნისგან
ინფარქტი, ინსულტი, თრომბოფლებიტი, ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ჰემოროი... მათი წარმოქმნის ერთ-ერთი საერთო მიზეზი გახლავთ - გასქელებული სისხლი.


ასეთ მდგომარეობაში სისხლი თავისუფლად ვერ გადაადგილდება. შენელებული სისხლის მოძრაობა შინაგანი ორგანოების ჟანგბადით შიმშილს იწვევს. ბევრს მიაჩნია, რომ გამოსავალი სპეციალური პრეპარატებია , თუმცა ამ პრობლემისგან თავის დაცვას მარტივად შეძლებთ, თუ ოდნავ შეცვლით საკუთარ რაციონს.

რა უნდა გავაკეთოთ სისხლის უკეთესი მიმოქცევისთვის.

დალიეთ რაც შეიძლება მეტი წყალი. ზრდასრულმა ადამიანმა დღეში 1,5-2 ლიტრი წყალი უნდა დალიოს. სუფთა, ნატურალური სასმელი წყალი თრომბების წარმოქმნისგან თავის დაცვის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი საშუალებაა.

სისხლის გასათხიერებლად უნდა მიიღოთ შემდეგი პროდუქტები:  ზეითუნისა და სელის ზეთი; ნიორი; ხახვი; მზესუმზირა; ლიმონი;
თევზის ქონი; ტომატი და ტომატის წვენი; შვრიის ფაფა;  ჟოლო, მოცვი, შტოში, მარწყვი, ბალი; კოჭა.

სისხლის შემადედებელი პროდუქტებია: ხორცის ბულიონი; ძეხვეული; შებოლილი პროდუქტები; თეთრი პური; ნაღები; ოსპი;
ცირცელი; ბანანი და მანგო.

სისხლის შედედებას მნიშვნელოვნად აძლიერებს ესევ : მოწევა; ალკოჰოლი; ბევრი მარილი; შარდმდენი, ჰორმონალური და ჩასახვის საწინააღმდეგო პრეპარატები.

თრომბისგან თავის დასაზღვევად რაც შეიძლება მეტი იმოძრავეთ, იარეთ ფეხით, ივარჯიშეთ და ისეირნეთ სუფთა ჰაერზე.

წყარო: reitingi.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები თრომბი /