სპექტრი+
რა გავლენას ახდენს სიგარეტი ადამიანის გარეგნობაზე
კანის დაბერების ერთ-ერთი სტიმულატორი სიგარეტია. ის თანაბრად მოქმედებს კბილებზე, თმასა და კანზე. ასუსტებს გულს, ფილტვებს და ძვლებს.

მწეველების პირველი ნიშანი თვალებს ქვემოთ მოშვებული კანია. მოწევის შედეგი პირველ რიგში ამ ადგილას აისახება.
სიგარეტი სისხლძარღვებზეც ახდენს გავლენას. მწეველები, ნიკოტინის გამო უფრო ფერმკრთალები არიან. თამბაქო კიბოს გამომწვევ ფაქტორთაგან ერთ-ერთია. იგი 4000-მდე ქიმიურ ნივთიერებას შეიცავს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ კანის სტრუქტურაზე. იგი თანდათან ელასტიურობას კარგავს, ეშვება და ჩნდება ღრმა ნაოჭები. იგივე პრობლემა ჩნდება მკლავების ზედა ნაწილსა და მკერდზე - ქალების ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ ზონებში.

მწეველების კანზე გაცილებით ადრე ჩნდება ასაკობრივი ლაქები, რომლებიც ადამიანს უფრო ხნიერს აჩენენ. გარდა ამისა ჩნდება კბილების, და ღრძილების პრობლემაც. ასეთ შემთხვევებში ხშირად კბილების შენარჩუნება ვერ ხერხდება. სიგარეტის მოწევას თანს სდევს თმის ცვენა, კატარაქტა, ფსორიაზი, გულის დაავადებები და რეპროდუქციული პრობლემები.

წყარო: oxford-med.ge
| Print |
FaceBook Twitter Google