სპექტრი+
პიტნა -თქვენი ჯანმრთელობისთვის
პიტნის ფოთლების ნაყენი მეტად სასარგებლოა. ის უხვად შეიცავს კაროტინს (40 მგ%), ბეტაინს, ფლავონოიდებს და სხვადასხვა მჟავებს.

თუ მას (250 მლ) ყოველდღიურად ყლუპ-ყლუპად მიიღებთ, სულ რაღაც 10-12 დღეში მოიწესრიგებთ კუჭ-ნაწლავის ფუნქციას და მოიხსნით მეტეორიზმს. ნევროზით დაავადებულთათვის რეკომენდებულია პიტნის აბაზანები, როგორც დამაწყნარებელი საშუალება.
მენთოლი, რომელსაც პიტნის ფოთლები შეიცავს, გამოირჩევა ადგილობრივად ტკივილგამაყუჩებელი, სპაზმოლიზური და ანტისეპტიკური მოქმედებით. იწვევს გულის გვირგვინოვანი არტერიების - კორონარული სისხლძარღვების - რეფლექსურად გაფართოებას.მას იყენებენ სტენოკარდიის, კუჭისა და ნაწლავების ტკივილის დროს.

პიტნის ეთერზეთებს დიდი მნიშვნელობა და განსაკუთრებული ეფექტი აქვთ ინჰალაციების სახით. პიტნის ფოთლების ნაყენი რეკომენდებულია გულისრევისა და ღებინების დროს, აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს, ზრდის მადას, აამებს თავის ტკივილს, აქვს ნაღველმდენი და სიცხის დამწევი მოქმედება, ასტიმულირებს გულის მუშაობას, ხსნის სპაზმებს.
ხალხურ მედიცინაში პიტნა თირკმლის კენჭოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებაცაა. ველური პიტნის ფოთლებისაგან გაწურული წვენი (ერთი სადილის კოვზი შერეული თეთრ ღვინოში), კარგ ეფექტს იძლევა როგორც შარდმდენი საშუალება. პიტნის ზეთი (სპირტხსნარში 1:4 პროპორციით) სასარგებლოა კანში შესაზელად ანთებითი პროცესების, თავის ტკივილის, შაკიკის დროს, ინჰალაციის სახით რესპირატორული დაავადებების დროს. პიტნის ზეთს დიდი გამოყენება აქვს არა მხოლოდ მედიცინაში, არამედ პარფიუმერია-კოსმეტიკაში, სხვადასხვა ფხვნილებისა და კბილის ჰიგიენური საშუალებების, აგრეთვე საკონდიტრო წარმოებაში.

წყარო: mkurnali.ge
| Print |
FaceBook Twitter Google
თეგები პიტნა / მკურნალი /