სპექტრი+
კაკალი - ბუნების საოცრება
კაკალი სასარგებლო მცენარეა. მის ყოველ  ნაწილს - ნაყოფს, ფოთლებს, თვით ხიდებსაც კი სამკურნალო თვისებები გააჩნია.

მცენარის გულს უნიკალური შემადგენლობა აქვს. ის ბუნების ნამდვილი საოცრებაა. კაკლის ხიდების ნაყენი კი წინაპართაგან შემორჩენილი წამალია, რომლის ეფექტიც არაერთ თაობას გამოუცდია.

ნაყენის მომზადების წესი:
აიღეთ ორი სადილის კოვზი კაკლის ხიდი, ჩაყარეთ მინის ჭურჭელში, დაფარეთ არყით და დადგით სიბნელეში ორი კვირის განმავლობაში. მიღების წესი: ნაყენი მიიღეთ ყოველდღიურად. თავდაპირველად 5-6 წვეთი ორ სადილის კოვზ წყალში გახსენით. წვეთების რაოდენობა თანდათან 20-30-მდე გაზარდეთ. მკურნალობის კურსი 3 კვირიდან- სამ თვემდე გრძელდება.

ნაყენი ეფექტურია:
• უძილობის;
• რადიკულიტისა და სახსრების ტკივილის (მტკივან ადგილებში შესაზელად);
• შაქრიანი დიაბეტის;
• ჩიყვის;
• ტერფის ნახეთქების;
• თავის ტკივილის;
• ნერვული დარღვევების;
• მასტოპათიის;
• საშვილოსნოს ფიბრომიომების დროს.

ჰორმონული დარღვევებით მიმდინარე დაავადებების დროს 5-30 წვეთი ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში სამჯერ, ჭამამდე 20 წუთით ადრე.
ნაყენის მიღების უკუჩვენებებია:
• ფსორიაზი;
• ნეიროდერმიტი;
• კვინკეს შეშუპება;
• ჭინჭრის ციება;
• მწვავე გასტრიტი.


წყარო: mkurnali.ge

| Print |
FaceBook Twitter Google