სპექტრი+
როდის დავთესოთ სააღდგომო ჯეჯილი
სააღდგომო სუფრაზე, რომ ლამაზი ჯეჯილი ბიბინებდეს, ის აუცილებლად აღდგომამდე ორი კვირით ადრე უნდა დათესოთ.

კარგად რომ გაღვივდეს, ხორბალი მთელი ღამე წყალში დატოვეთ. დილით გადაწურეთ წყალი, თქვენს სასურველ ჭურჭელზე მოათავსეთ ბამბა და მოაბნიეთ ხორბალი. ლანგარი თბილ და ნათელ ადგილზე დადგით, რომ მარცვლები სწრაფად გაიზარდოს. რომ არ გამოშრეს, დილა-საღამოს დანამეთ. დაახლოებით, ერთ კვირაში თქვენი ჯეჯილი ულამაზესი სანახავი იქნება.
| Print |
FaceBook Twitter Google