სპექტრი+
როგორი იქნება 2018 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის
2018 წელი ყვითელი ძაღლის წელია. ასტროლოგების თქმით, ეს წელი ჰუმაურობას და საყოველთაო სიყვარულს გვპირდება. ადამიანებს შორის მოიმატებს ერთგულება, მეგობრობა და ურთიერთგაგება.

ბევრი ზოდიაქოს ნიშანი დიდი ხნის ნანატრ სიმშვიდეს მოპოვებს. არაჩვეულებრივი წელია კაპიტალდაბანდებებისა და უძრავი ქონების შეძენისთვის, ტექნოლოგიების განვითარებისა და მედიცინის სფერსთვის. კარგია მთელი რიგი ტრეინინგ და სასწავლო პროგრამების დაგეგმვა/განხორციელება, განსაკუთრებით საზღვარგარეთ. ყვითელი ძაღლის წელი მფარველობს განსაკუთრებით ე.წ “ვორქოგოლიკებს”ვინც მუდმივად შრომობს და დეტალების მიმართ ყურადღებიანია.განსაკუთრებით კარგი წელია ქალწულის, მორიელის,მერწყულებისა და მშვილდოსნებისთვის.

ვერძს – 2018 წელს მეტი შრომა მოეთხოვება. ყველა ახალი გამოწვევა, რომელიც უხვად გაჩნდება მეტ ყურადღებასა და შრომას მოითხოვს. იქნება უსიამოვნო პერიოდიც, მაგალითად მარტიდან ივლისამდე ფრთხილად უნდა იყოთ ფინანსებთან. ამ პერიოდში ასევე მოერიდეთ უცხოელებთან ურთიერთობას და უცხო ქვეყნებში წასვლას. ახალი საქმე არ წამოიწყოთ აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით.

კურო – 2018 წელს ფრთხილად იყავით განსაკუთრებით სასიყვარულო ურთიერთობების დროს. თუ ემოციებს არ მართავთ ურთიერთობის დანგრევა გარდაუვალია. კარიერული თვალსაზრისით წარმატება ნამდვილად გელოდებათ, თუმცა სამსახურის შეცვლა არ არის რეკომენდირებული მარტიდან ივლისამდე. ასტროლოგების პროგნოზით, მაისის შემდეგ პოზიტიურად შეიცვლება თქვენი სასიყვარულო ურთიერთობები და თუ დაქორწინებული ხართ, ქორწინება უფრო მყარი გახდება.

ტყუპებისთვის - 2018 წელი წარმატებით დაიწყება. ეს წელი ახალ ბიზნეს იდეებს განხორციელების შესაძლებლობას მოგცემთ. მაისიდან ნოემბრამდე ფრთხილად იყავით, რადგან თქვენი არაკეთილმოსურნენი განსაკუთრებით გააქტიურდებიან, ყურადღებით გათვალეთ თითოეული ნაბიჯი. შესაძლოა წინ წამოიწიოს ჯანმრთელობის საკითხებმაც. წლის დასაწყისში კარგი იქნება კლინიკაში ვიზიტიც და სრული დიაგნოსტიკის ჩატარება. ტყუპები განსაკუთრებულ ენერგიას იგრძნობენ, თუმცა მოზღვავებულ სასიამოვნო ემოციებთან ერთად, გაუფრთხილდით ფინანსებს. გაწყვიტეთ არაფრისმომცემი კავშირები.თუ ქორწინებაში არ ხართ, ოქტომბრიდან თამამად დაგეგმეთ საყვარელ ადამიანთან ქორწინება.

კირჩხიბისთვის - 2018 წელი „გაურკვევლობის წელი“ იქნება. ასტროლოგები ფიქრობენ, რომ შესაძლოა ბევრი სტრესული სიტუაცია და დეპრესია შეგხვდეთ. ეს წელი ახალ შესაძლებლობებს გპირდებათ, რაც ასტროლოგების ვარაუდით პერსპექტივაში ბევრ ფულს მოგიტანთ. იფიქრეთ უძრავი ქონების მიმართულებით, აქედან მიღებული შემოსავლები მეტად სტაბილურს გახდის თქვენს ყოფას. განსაკუთრებით კარგია წელს სავაჭრო-საფინანსო სფერო საინტერესო ბიზნეს-წინადადების შემოთავაზების ალბათობაც დიდია , სწორედ ამიტომ მაქსიმალურად ეცადეთ დააბალანსოთ სამსახური და პირადი ურთიერთობები, თუ ასე ვერ მოიქცევით, დიდი ალბათობით პირად ცხოვრება წარუმატებელი გექნებათ.

ლომები - 2018 წელს მეტად თავდაჯერებულები იქნებით. ჩამოიშორეთ ნეგატიურ ადამიანები, რომლებიც ცდილობენ ცხოვრება აგირიონ. ფანტასტიკური პერიოდია სასამართლო დავებისთვის. რაც შეეხება ბიზნეს საქმიანობას აქ განსაკუთრებული წარმატება არ გელით, თუმცა თქვენი საქმე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. ასტროლოგები გირჩეენ ჭარბი დოზით იმოგზაუროთ მაისიდან ივლისამდე პერიოდში. უძრავი ქონების, განსაკუთრებით კი სახლის შესაძენად იდეალური წელია. სუსტი მხარეა ჯანმრთელობა, ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებაა საჭირო.

ქალწულებისთვის - მეტად პოზიტიური წელია. თქვენი ყველაზე ძლიერი მხარე კომუნიკაციის უნარი და ინტელექტი იქნება. მეტი შესაძლებლობა მოგეცემათ ფართო ასპარეზზე თქვენი იდეები და მისწრაფებები წარმოაჩინოთ. ეს წელი დადებითი ენერგიების მოზღვავებას გპირდებათ, მთავარია სწორად მართოთ ემოცია და ყველაფერი გამოვა. ასტროლოგები სახლის შეძენას არ გირჩევენ. ყურადღებით იყავით ბიზნეს პარტნიორების შერჩევისას. ნუ ენდობით ყველას. 2018 წელი ქალწულებს პირადი ურთიერთობების გამყარებას პირდება. ქორწინება წარმატებული იქნება.

სასწორების -მთავარი დევიზი 2018 წელს შრომა,შრომა და შრომა უნდა იყოს. დიდი დრო დაუთმეთ კარიერას. არ გასცეთ ისეთი დაპირებები, რომლებსაც ვერ შეასრულებთ, თორემ ძალიან ცუდად შემოგიბრუნდებათ. მაისიდან ნოემბრამდე პერიოდი არც ისე პოზიტიურია ოჯახური და სასიყვარულო ურთიერთობების თვალსაზრისით. რაც შეეხება კარიერას, ყველაზე რთული ეტაპია მარტიდან ივლისამდე, ამიტომ ამ დროს აუცილებლად შეიკავეთ თავი გადაწყვეტილებების ნაჩქარევად მიღებისგან.

მორიელებს - პოზიტიური წელი გელოდებათ. მთავარია, ზუსტად იცოდეთ საით მიდიხართ. თქვენი წარმოუდგენელი ინტუიცია, გამჭრიახობა, გარემო და ტემპერამენტი აუცილებლად დაგეხმარებათ, რომ წარუმატებელი საქმე წარმატებულად აქციოთ. განსაკუთრებით უნდა გაბედოთ მაისიდან ნოემბრამდე პერიოდში, რადგან სწორედ ეს პერიოდია ფინანსების მოსაზიდად კარგი.სამოგზაუროდ თამამად გაეშურეთ მარტიდან ივლისამდე, ხოლო თუ დაქორწინებული არ ხართ, დაივიწყეთ ცრურწმენები და გირჩევთ აგვისტოში დაქორწინდეთ.

მშვილდოსნებისთვის – 2018 წელი გარდამტეხი წელია. გაგიკვირდებათ და თქვენ გახდებით სერიოზული,ორგანიზებული ადამიანი. შედარებით არასტაბილური პერიოდი გაქვთ აპრილიდან სექტემბრამდე, ამიტომ ამ დროს თავი აარიდეთ რაიმე რადიკალური ნაბიჯის გადადგმას. ეს არის პოზიტიური წელი იმისთვის, რომ ახალი საქმით დაკავდეთ, დაიწყოთ ახალი სამსახური ან საკუთარი თავი ახალ, განსხვავებულ ამპლუაში გამოცადოთ. კარიერული თვალსაზრისით უთუოდ დიდი წარმატება გელოდებათ, რაც შემოსავლებზე ერთიორად აისახება. მარტიდან ივლისამდე ფულთან დაკავშირებით უფრო მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ. ასტროლოგები ფიქრობენ რომ ოქტომბრიდან თქვენი ქონება მნიშვნელოვნად გაიზრდება. მშვილდოსნებს იღბლიანი წელი გელოდებათ სასიყვარულო მიმართულებითაც.

თხის რქებისთვის - 2018 წელი კარიერული თვალსაზრისით დაძაბული იქნება, თუმცა თუ სიმშვიდეს შეინარჩუნებთ, შესაძლოა ბუმერანგივით შემობრუნდეს სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ. კარიერისთვის სახიფათო პერიოდია მარტიდან ივლისამდე. თავი აარიდეთ სამსახურის ცვლილებას. მოერიდეთ ახალი პარტნიორებისა თუ ბიზნეს-კავშირების დამყარებასც. ასტროლოგები წელს არ გირჩევენ ახალი სასიყვარულო ურთიერთობების გაჩაღებას. ჩვეული რუტინით აკეთეთ საქმე დაუკვირდით დეტალებს და სცადეთ, შეინარჩუნოთ ის მდგომარეობა, რომელიც ახლა გაქვთ. წლის ბოლოს, ოქტომბრიდან აუცილებლად ამოისუნთქებთ.

მერწყულებისთვის – 2018 წელი ფინანსურად წარმატებული და სტაბილური იქნება. წელს შეგვიძლია თამამად ვუწოდოთ აღიარების წელი, აუცილებლად მიიღებთ იმ აღიარებას, რასაც ამდენი ხანია ელოდით . ადამიანები დააფასებენ თქვენს მრავალფეროვან ხედვას გარკვეული საკითხების მიმართ. თუ კომპრომისებზე წახვალთ, საგანგაშო ამაში არაფერია. როგორც ასტროლოგები გპირდებიან ეს მხოლოდ თქვენთვისვე გამოიღებს სასიკეთო შედეგებს. ამ წელს მნიშვნელოვანია ახალი ადამიანების გაცნობა, ახალი კავშირები, ახალი პარტნიორები საქმეში. მეტი დიპლომატია როგორც საქმეში, ასევე სასიყვარულო პარტნიორთან, ამ უკანასკნელს განსაკუთრებით გაუფრთხილდით.

თევზები - თუ შანსებს სწორად გამოიყენებენ და მხოლოდ წარმოსახვებს არ აჰყვებიან, 2018 წელს მნიშვნელოვანი კარიერული წინსვლა ელოდებათ. დეტალებისკენ მეტი ყურადღება და საქმისადმი ერთგულება ყვითელი ძაღლის წელს მეტად მნივნელოვანია. კონცენტრირება საქმეზე და კარიერაზე. სტაბილურობა კარიერული კუთხით ნოემბრიდან გელოდებათ. რაც მთავარია, ასტროლოგები გირჩევენ, რომ მეტი მოთმინება გამოიჩინოთ ყველა მიმართულებით. არავითარ შემთხვევაში არ დანებდეთ. წლის ბოლოს კარგ შედეგებს აუცილებლად მოიმკით.

მომზადებულია ინტერნეტ მასალების მიხედვით
| Print |
FaceBook Twitter Google