სპექტრი+
"პორნოგრაფიას, რომ გადავიღებთ, მერე რა ვქნათ?"- მერის წარმომადგენელი სოციალურის უფროსს
ერთ წელზე მეტია, ქუჩაში გაგონილი კახური იუმორის ფეისბუქ მეგობრებისთვის გაზაირება დავიწყე: #გურჯაანულიამბები, #თელავურიამბები, #საგარეჯოულიამბები და ა.შ.
თითოეულ სტატუსს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება აქვს ხოლმე, ამიტომ გადავწყვიტე, ის speqtri.ge-ს მკითხველსაც გავუზაირო.
***

მოკლედ, 2016 წელია, ერთ-ერთ სოფელში გამგებლის (მაშინ გამგებელი იყო) წარმომადგენელს მოქალაქე მიჰყავს სოციალურ სამსახურში წამლებისა და სამედიცინო დაფინანსების თაობაზე.

უფროსი ეუბნება: ტომოგრაფია გადაიღოს, მერე პასუხის შემდეგ მოდით გამგეობაში და დაგაფინანსებთო.

გამგებლის წარმომადგენელს, ალბათ, გამოსვლისთანავე დაავიწყდა სიტყვა ტომოგრაფია, ჰოდა დერეფნის ბოლოდან უყვირის სოციალურის უფროსს - უფროსო, პორნოგრაფიას რომ გადავიღებთ, კიდევ რამეა საჭირო, თუ მერე პირდაპირ თქვენთან მოვიდეთ? 


| Print |
FaceBook Twitter Google