სპექტრი+
"იგრე მიყვარს ჟურნალისტები, თუ გინდა მანქანი "კრიშაზე" დადექ..."
ფოტოს ვიღებ გურჯაანში, რაღაც სტატიისთვის. ხოდა ერთ კონკრეტულ ადგილას დგანან მძღოლები თავიანთი ტაქსებით. წვალებით შემოვუარე ხან აქედან და ხან იქიდან,  რომ ის ლოკაცია, რაც მინდოდა, კარგად გადამეღო.
შემატყეს ალბათ, რომ ვიტანჯებოდი და ერთ-ერთი მეუბნება: ხელ გიშლით გენაცვალე ჩვენა და ჩვენი მანქანები არა?

ბოდიში მოვუხადე, ცოტა ხანს იქნებ გაიწიოთ-მეთქი.

ხოდა ერთ-ერთმა:  რას ამბობ შვილო რა ბოდიში, იგრე მიყვარს, იგრე მიყვარს ჟურნალისტები, მოდი თუ გინდა მანქანი "კრიშაზე" დადექ და იქიდან გადაიღე, ხმაი არ ამოვიღებ.

| Print |
FaceBook Twitter Google