სპექტრი+
Top-10 ლამაზი ძაღლის ჯიში [Photos]
ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. 21-ე საუკუნეში ხშირად მიდის მსჯელობა იმაზე, რომელი ძაღლია უფრო საყვარელი, უფრო ლამაზი ან უფრო გამოსადეგი ამა თუ იმ საქმიანობისთვის. შესაძლოა, ზოგიერთი ძაღლის ჯიში კონკრეტული პროფესიის ადამიანისთვის იყოს მისი განუყოფელი პარტნიორი. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ ძაღლების ლამაზი ჯიშების ათეულს. მეტად საინტერესოა, როგორია 21-ე საუკუნის სილამაზის სტანდარტები ადამიანის საუკეთესო მეგობრებისთვის.
1. გოლდენ რეტრივერი


გოლდენ რეტრივერი ერთ-ერთი მეტად პოპულარული ჯიშია აშშ-ში. ძაღლის აღნიშნული ჯიში გამოიყვანეს, რათა მათ პატრონი მონადირეებისთვის ნანადირევი ფრინველი დაუზიანებლად მიეტანათ. ამან განაპირობა გოლდენ რეტრივერის შედარებით სუსტი პირის აპარატის განვითარება, შესაბამისად, გოლდენ რეტრივერს არ შეუძლია ძლიერად კბენა. აღსანიშნავია აღნიშნული ჯიშის სიყვარული წყლის მიმართ.

გოლდენ რეტრივერისთვის საუკეთესო გარემოა სოფელი, ქალაქისგან მოშორებული ადგილი, რადგან მათ ბევრი წვრთნა და დიდი სივრცე სჭირდებათ. აღსანიშნავია, ამ ჯიშის ჭკვიანური თვისებები - ისინი მარტივად იმახსოვრებენ პატრონისთვის სასურველ ბრძანებებს. გოლდენ რეტრივერი მშვიდია და სიამოვნებს, როდესაც პატრონის დავალებებს ასრულებს.

აგრეთვე აღსანიშნავია გოლდენ რეტრივერის ჯანმრთელობა. როგორც წესი, ეს ძაღლები 15 წლამდე ცოცხლობენ.


2. ციმბირული ჰასკი



უამრავი ადამიანი აღიარებს ციმბირული ჰასკის სილამაზეს. მათი კაშკაშა ცისფერი თვალები, ფუმფულა ბეწვი და აღმართული ყურები ბევრი დიდისა თუ პატარის გულს იგებს.

ხშირად ადამიანებს მხოლოდ ციმბირული ჰასკის სილამაზის გამო სურთ ამ ძაღლის სახლში მოყვანა, თუმცა გასათვალისწინებელია მისი აქტიური ბუნება. ციმბირული ჰასკი მეტად აქტიური, ჭკვიანი და თავნებაა. ის ხშირად არ აქცევს ყურადღებას პატრონის ბრძანებას და მუდამ მზადაა სათამაშოდ.

3. ლაბრადორ რეტრივერი



ლაბრადორ რეტრივერი უამრავი ადამიანის საყვარელი ძაღლია. იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით, მათ გარეგნობაში არაფერია ეგზოტიკური, ისინი მეტად ჭკვიანები არიან. მათი გამორჩეული თვისებაა მეგობრულობა ყველასთან. ლაბრადორები 12 წელზე მეტხანს ცოცხლობენ.


4. გერმანული ნაგაზი

იმის მიუხედავად, რომ გერმანული ნაგაზი მეტად ჰგავს მგელს, ეს ჯიში საკმაოდ თანამედროვეა. კერძოდ, გერმანული ნაგაზი პირველად 1899 წელს გამოიყვანეს. მისი სახელიდან გამომდინარე, ნათელია, რომ თავდაპირველად ამ ძაღლს მწყემსები იყენებდნენ. აღსანიშნავია, რომ დღეს, გემრანული ნაგაზის ჭკვიანური თვისებების გამო, დღეს ეს ძაღლები სხვადასხვა პროფესიისადამიანებს ეხმარებიან. მაგალითად, ისინი არიან პოლიციის საგამოძიებო სამსახურის „თანამშრომლები“.

5. სამოიედი



ეს თეთრი, ფუმფულა ძაღლები აბსულუტურად უწყინარი და საყვარელი არსებები არიან. აღსანიშნავია, რომ მათ სამოედიელი მწყემსები იყენებდნენ ჩრდილოეთის ირმების მოსავლელად. ეს ძაღლების ყველასთან მეგობრულები არიან, რაც მათ ოჯახის ერთ თბილ წევრად აქცევს.

ამ ძაღლების კიდევ ერთი თვისებაა ყეფისკენ მიდრეკილება. ამიტომ, მათ ხშირად იყენებენ არაკეთილმოსურნეების შესაშინებლად.

6. ავსტრალიური ნაგაზი


სინამდვილეში ავსტრალიური ნაგაზი პირველად კალიფორნიაში გამოიყვანეს და არა ავსტრალიაში. ამ ძაღლის თავდაპირველი დანიშნულებაც მწყემსების დახმარება იყო.

7. პუდელი

პუდელები სტერეოტიპულად ლამაზი ძაღლები არიან. მათი ჩახუჭუჭებული, ხვეული ბეწვი მათ მიერ დიდ ინტერესს აჩენს საზოგადოებაში. საინტერესო ფაქტია, რომ თავდაპირველად პუდელები წყლის მოსაპოვებელ ძაღლებად გამოიყვანეს. ამიტომაც არის, რომ დღესაც პუდელებს ბევრი ვარჯიში და აქტივობა ესაჭიროებათ, რათა სრულფასოვნად იგრძნონ თავი.

იმის მიუხედავად, რომ ეს ძაღლები ძირითადად მეგობრულები და საყვარლები არიან, ისინი ხშირად ვერ ეგუებიან უცნობების ახლოს ყოფნას და მათ მიერ არც თუ ისე მეგობრულად არიან განწყობილები.
8. სალუკი



სალუკი მეტად ეგზოტიკური გარეგნობის ძაღლია. ისინი გამორჩეულები არიან იმითაც, რომ ის გარეგნული მახასიათებლები, რომლებიც მათ ახლა აქვთ, საუკუნეების განმავლობაში ბუნებრივად ჩამოუყალიბდათ.

სალუკი უძველესად სანადიროდ გამოიყენებოდა ადგილობრივი ხალხის მიერ ნაყოფიერი ნახევარმთვარის ტერიტორიაზე, შუა აღმოსავლეთში.


9. ირლანდიური სეტერი

ირლანდიური სეტერი გამორჩეულია თავისი ლამაზი მოყავისფრო, წითელ ფერში გარდამავალი ხშირი ბეწვით, რომელიც ხშირად დავარცხნას საჭიროებს.

10. ვაიმარანერი



კიდევ ერთი ძაღლი, რომელიც ისტორიულად სანადიროდ გამოიყენებოდა. ამ სიაში კი თავისი სპორტული აღნაგობის გამო შევიდა.


წყარო: petkeen.com

| Print |
FaceBook Twitter Google