ჩემი არჩევანი
რატომ უნდა წავიდე 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე?
არჩევნების გზით ხელისუფლების მოსვლა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. ლეგიტიმური ხელისუფლების არჩევისთვის საჭიროა ამომრჩევლის აქტიურობა.
ჩვენს მიერ გამოკითხული ზოგიერთი რესპონდენტისთვის, მთლად ცხადი არ არის, თუ რა მნიშვნელობა აქვს მათ ერთ ხმას.

-„არჩევნებზე წასვლას არ ვაპირებ. რომელი ხელისუფლებაც მოვიდა, წინასაარჩევნოდ ხალხისთვის მიცემული დაპირებები არც ერთმა არ შეასრულა. იმის მაგივრად, რომ ჩვენნაირ დავრდომილ ხალხს პენსია მოუმატონ, თვითონ პრემიებს არ იკლებენ. პეტრე მოვა თუ პავლე, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენთვის მაინც არაფერი შეიცვლება,“-აღნიშნა ჩვენთან საუბარში ვახტანგ მგალობლიშვილმა.

ამავე პოზიციაზეა მაყვალა ახვლედიანი. როგორც თვითონ ამბობს, საარჩევნო უბანზე მისი მისვლა, ბევრს არაფერს შეცვლის.
-„ჩემი მისვლით და ხმის მიცემით, არაფერი შეიცვლება. ხელისუფლებას უჩემოდაც კარგად აირჩევენ.“

თუმცა, არიან ისეთებიც, ვინც არჩევნებს მნიშვნელოვან პროცესად განიხილავს და თვლის, რომ საზოგადოების აქტიურობა აუცილებელია.
გუგული სიყმაშვილის თქმით, არჩევნებზე წასვლა თითოეული მოქალაქის ვალია, განურჩევლად პროფესიისა და სოციალური მდგომარეობისა.
-„ჩვენზე, როგორც მოქალაქეებზე, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. ჩემი აზრით, ყველას შეუძლია თავისი ქვეყნის განვითარებისთვის სასარგებლო საქმის გაკეთება. მნიშვნელობა არ აქვს პენსიონერი ხარ, დიასახლისი, გლეხი, საჯარო მოხელე თუ სხვა. ყველამ უნდა მიიღოს ქვეყნის საკეთილდღეო საქმის გადაწყვეტაში მონაწილეობა.“

არჩევნებზე წასვლას და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებას აპირებს ელისო გეთიაშვილიც. ის ფიქრობს, რომ ქვეყნის კეთილდღეობისთვის ზოგჯერ ერთი ხმაც გადამწყვეტია.
-„აუცილებლად ყველა უნდა მივიდეს და თავისი აზრი დააფიქსიროს, იმიტომ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ზოგჯერ ერთ ხმას შეუძლია გადაწყვიტოს პარტიის თუ პიროვნების ბედი.“

როგორც გურჯაანელი ხათუნა წიკლაური ამბობს, არჩევნებზე ყოველთვის მიდის. ამ უფლებით სარგებლობას 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებისთვისაც აპირებს.
-„რა თქმა უნდა, ეხლაც წავალ. არჩევნებში მონაწილეობა და სასურველი კანდიდატისთვის ხმის მიცემა, ყველა მოქალაქის ვალია.“
ხშირ შემთხვევაში საარჩევნო პროცესში, რომელიმე პარტიისა თუ პიროვნების ბედს, სწორედ ერთი მოქალაქის ხმა წყვეტს. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, #24 გურჯაანის მაჟორიტარული ოლქის მეხუთე საარჩევნო უბანზე პროპორციულ არჩევნებში „ქართულ ოცნებასა“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის სხვაობა მხოლოდ ერთი ხმა იყო.

სამართლიანი არჩევნების კახეთის რეგიონალური კოორდინატორის ნანა დევიძის განმარტებით, თითოეული მოქალაქე აქტიურად უნდა იყოს ჩართული ქვეყნის განვითარების პროცესში.
-„ყოფილა ბევრი შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანის ხმას გადაუწყვეტია არჩევნების ბედი. ამიტომ ნუ ჩათვლის ამომრჩეველი, რომ მის ხმას არანაირი ძალა არ აქვს. ეს მათი კონსტიტუციური უფლებაა და ყველამ უნდა გამოიყენოს. რაც ბევრი ამომრჩეველი მიიღებს გადაწყვეტილებას, უკეთესია. მისული ამომრჩევლის ხმებიდან 50 პროცენტს პლიუს ერთი ხმა, ნიშნავს გამარჯვებულ კანდიდატს. აი, სწორად თუნდაც იმ ერთი ხმის დაფიქსირება ამიტომაც არის მნიშვნელოვანი.“

#11 საგარეჯოს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ზურაბ მღებრიშვილის თქმით, ხელისუფლებას ადამიანების ნება ირჩევს.
-„თითოეული ადამიანის ხმა არის გამოხატული ნება არჩევნებში, რომელიც ბოლოს ჯამდება. ნებისმიერი პიროვნების სამოქალაქო ვალია მივიდეს არჩევნებზე, თავისი ხმა დააფიქსიროს და პოლიტიკურ ცხოვრებაში მიიღოს მონაწილეობა. ზოგი ამას ვერ აცნობიერებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, ადგილობრივი მაჟორიტარის ასარჩევად ყველა ხმა განსაკუთრებულად მნიშნელოვანია იმიტომ, რომ ზოგჯერ ერთი ხმა არის განმსაზღვრელი.“

ზურაბ მღებრიშვილის თქმით, იმისთვის, რომ ავირჩიოთ მერი, მას უნდა ჰქონდეს არჩევნებზე მისული ამომრჩეველთა 50%-ს პლიუს ერთი ხმა. რაც შეეხება დეპუტატებს, კანდიდატებს შორის გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც ხმების ყველაზე მეტ რაოდენობას დააგროვებს. პარტიების შემთხვევაში კი, საკრებულოში ადგილები მიღებული ხმების პროცენტის შესაბამისად გადანაწილდება.

მარინა ბეროშვილი


ელისო გეთიაშვილი
ხათუნა წიკლაური
| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღეს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე
კენჭისყრა ტარდება კენჭისყრის დღეს 08:00 საათიდან 20:00 საათამდე
11:00 / 13.09.2017
საქართველოში პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები 1919
წლიდან იღებს სათავეს. 14-16 თებერვალს მოსახლეობამ საქართველოს
დამფუძნებელი კრება აირჩია, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს
სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები უნდა განესაზღვრა,
ასევე, შეემუშავებინა კონსტიტუცია.
საქართველოში პირველი მრავალპარტიული და დემოკრატიული არჩევნები 1919 წლიდან იღებს სათავეს. 14-16 თებერვალს მოსახლეობამ საქართველოს დამფუძნებელი კრება აირჩია, რომელსაც დამოუკიდებელი სახელმწიფოს სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლები უნდა განესაზღვრა, ასევე, შეემუშავებინა კონსტიტუცია.
12:28 / 12.09.2017
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების
მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის
მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიან: ცესკოს
წევრები, სტრუქტურული ერთეულების, საერთაშორისო და ადგილობრივი
არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენლები.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიან: ცესკოს წევრები, სტრუქტურული ერთეულების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.
10:34 / 12.09.2017
არჩევნები დემოკრატიული მმართველობის ცენტრალური მექანიზმია, რომლის
მეშვეობითაც სახელმწიფო მოხელეები ანგარიშვალდებულნი ხდებიან
მოსახლეობის წინაშე. არჩევნების ინსტიტუტს ხშირად დემოკრატიის საზომად
თვლიან.
არჩევნები დემოკრატიული მმართველობის ცენტრალური მექანიზმია, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფო მოხელეები ანგარიშვალდებულნი ხდებიან მოსახლეობის წინაშე. არჩევნების ინსტიტუტს ხშირად დემოკრატიის საზომად თვლიან.
16:24 / 11.09.2017
სამართალი
თელავში მომხდარი ქურდობის 4 ფაქტზე 1982 წელს დაბადებული შ.ჯ. დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
11:48 / 27-03-2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ, არასრულწლოვნის თანდასწრებით ოჯახში ძალადობის და მუქარის ფაქტებზე, მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ა.ბ.
11:35 / 21-02-2024
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო იმერეთის რეგიონში სტიქიის შედეგებთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებს.
16:25 / 07-02-2024
ეკონომიკა
საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის კახეთის რეგიონში, ქალაქებში შესასვლელების აღმნიშვნელი სტენდები მოეწყობა, რომელზეც დამონტაჟდება მუნიციპალიტეტის გერბი, განათებები და ქალაქის დასახელებები.
12:16 / 12-04-2024
USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამისა და წყლის რესურსების მართვის რეფორმის ფარგლებში, სააგენტოს წარმომადგენლები თელავში მედიის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
12:03 / 10-04-2024
სხვა ამბები
ვრცელდება ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის დაკავების კადრები. რამდენიმე წუთით ადრე, ელისაშვილი მომიტინგეებთან ერთად ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვდა.
00:46 / 18-04-2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი მოადგილე, ვედანტ პატელი კვლავ ეხმიანება ე.წ „აგენტები კანონს“ და საქართველოს ხელისუფლებას გაფრთხილებების გათვალისწინებისკენ მოუწოდებს, რადგან აღნიშნული კანონი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებს.
23:54 / 17-04-2024
საპროტესტო აქციის მონაწილეები მსვლელობით გადავიდნენ მთავრობის კანცელარიისკენ და პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან შეხვედრას ითხოვენ.
23:17 / 17-04-2024
ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, საგარეო პოლიტიკის კვლევის ინსტიტუტის (FPRI) ევრაზიის პროგრამის ხელმძღვანელი ბობ ჰამილტონი საქართველოში ბოლო დღეების მანძილზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საკუთარ მოსაზრებას ავრცელებს და სოციალურ ქსელში წერს, რომ საქართველოში რუსეთის ინტერვენციაა შესაძლებელი.
22:29 / 17-04-2024
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საპროტესტო აქციას ეხმაურება.
22:08 / 17-04-2024
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის, სოფელ ვარდისუბნის საჯარო სკოლის მოსწავლემ, მარიამ ძამანაშვილმა, „საქართველოს 2024 წლის ჩემპიონატი კრივში მოსწავლეთა შორის“ პირველი ადგილი დაიკავა. ის ასევე „საქართველოს 2023 წლის მოსწავლე მოკრივეთა ჩემპიონატის“ პირველი ადგილის მფლობელია.
13:43 / 25-03-2024
ვალუტა
EUR
EUR
1
3.5859
USD
USD
1
3.2054
GBP
GBP
1
4.2911
TRY
TRY
1
0.2316
RUB
RUB
100
3.2024
ამინდი
გურჯაანი 16 / 27 °C
img
საგარეჯო 16 / 23 °C
img
დ.წყარო 14 / 22 °C
img
სიღნაღი 15 / 29 °C
img
ლაგოდეხი 15 / 25 °C
img
ყვარელი 16 / 27 °C
img
თელავი 16 / 23 °C
img
ახმეტა 14 / 24 °C
img
კალენდარი
«« აპრილი 2024 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.