ჩემი არჩევანი
შშმ პირებისთვის ადაპტირებული უბნები კახეთის ოთხ ოლქში
ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში (ცესკო) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, შექმნილია სამუშაო ჯგუფი. მის შემადგენლობაში შედიან: ცესკოს წევრები, სტრუქტურული ერთეულების, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

შშმ პირთა მიმართ განსახორციელებელი საქმიანობები გათვალისწინებულია ცესკო-ს ყოველწლიურ სამოქმედო გეგმაში.
საარჩევნო ადმინისტრაციის ინიციატივით, 2015 წელს ცესკო-ს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტს (მერია), საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შორის გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.

ხელმომწერმა ინსტიტუციებმა აიღეს ვალდებულებები, რომ საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უზრუნველყოფენ ინკლუზიური საარჩევნო გარემოს მაქსიმალურ ხელშეწყობას და შეასრულებენ საარჩევნო კოდექსის მოთხოვნას, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო უბნისთვის ისეთი შენობა-ნაგებობის გამოყოფას, რომელიც ყველა ამომრჩევლისთვის ხელმისაწვდომი იქნება. ასეთი შენობა-ნაგებობის არარსებობის შემთხვევაში კი, ზემოთ აღნიშნულ უწყებებს კენჭისყრის დღისთვის ადაპტირების ვალდებულება გააჩნიათ.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, შშმ ამომრჩევლებისთვის კენჭისყრის დღეს ხელმისაწვდომია:
-უსინათლო ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე საარჩევნო ბიულეტენის შესავსები ჩარჩო;
-მცირემხედველი ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე ორი ცალი გამადიდებელი ლინზა;
-ფიზიკური შეზღუდვის მქონე ამომრჩევლებისთვის - ადაპტირებულ საარჩევნო უბნებზე სპეციალური ხმის მიცემის კაბინები;
-ყრუ ამომრჩევლებისთვის - ყველა საარჩევნო უბანზე გამოკრული ხმის მიცემის პროცედურების ამსახველი პოსტერი.

#25 სიღნაღის მაჟორიტარულ ოლქში სულ ადაპტირებული 12 უბანია, აქედან ზოგან პანდუსია მოწყობილი და ზოგან მარტივი ადაპტაცია (საარჩევნო უბნები განთავსებულია პირველ სართულზე).

ადაპტირებული უბნების ჩამონათვალი ასეთია:

#25 სიღნაღის მაჟორიტარული ოლქის ადაპტირებული უბნები

#1 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#4 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#8 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#9 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#11 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#14 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#16 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#19 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#24 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#26 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#30 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#32 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)

#24 გურჯაანის მაჟორიტარული ოლქის ადაპტირებული უბნები:


#2 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#4 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#8 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#9 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#10 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#15 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#17 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#23 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#28 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#29 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#30 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#32 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#32 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#34 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#35 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#36 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#37 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#39 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#41 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#42 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#43 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#47 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#50 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)

#23 საგარეჯოს მაჟორიტარული ოლქის ადაპტირებული უბნები:
#11 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#17 საუბნო საარჩევნო კომისია;(მარტივი ადაპტაცია)
#19 საუბნო საარჩევნო კომისია;(მარტივი ადაპტაცია)
#20 საუბნო საარჩევნო კომისია;(მარტივი ადაპტაცია)
#36 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#33 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#50 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)

დედოფლისწყაროს #25 მაჟორიტარული ოლქის ადაპტირებული უბნები:
#1 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#2 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#13საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#14 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#17 საუბნო საარჩევნო კომისია; ( პანდუსი)
#18 საუბნო საარჩევნო კომისია; (პანდუსი)
#22 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)
#23 საუბნო საარჩევნო კომისია; (მარტივი ადაპტაცია)

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ადაპტირებული უბნების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, თუკი 2012 წელს ასეთი სულ 102 იყო, 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ეს რიცხვი 1115-ს შეადგენდა.
| Print |
FaceBook Twitter Google