მატიანე
ანსამბლი „გურჯაანი“ არსებობას 1937 წლიდან ითვლის
იცვლებოდა წლები და თაობები, უცვლელია ანსამბლის სახელი და წარმატება. რეჟისორი გივი გორხელაშვილი ანსამბლ „გურჯაანის“ ისტორიას გვიყვება:

„სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი „გურჯაანი“ 1937 წელს ლევან მუღალაშვილის და შოთა თუნიაშვილის მცდელობის შედეგად დაარსდა. დღევანდელი გუნდის ფესვები, რომელსაც ახლა ილია დათუაშვილი ხელმძღვანელობს, სწორედ, იქიდან იღებს სათავეს. რა თქმა უნდა, იყო რთული წლებიც. თავდაპირველად, მონაწილეებს ხელფასები დაუნიშნეს და ფორმებიც შეუკერეს, თუმცა ეს ბედნიერება დიდხანს არ გაგრძელებულა. 1941 წელს ომის დაწყების შემდეგ, დოტაცია მოუხსნეს, მაგრამ ანსამბლს მუშაობა არ შეუწყვეტია. დადიოდნენ საზღვარგარეთ გასტროლებზე და საქართველოს სხვადასხვა კუთხეში. ისეთი ძლიერი გუნდი იყო, რომ ოლიმპიადებიდან ყოველთვის გამარჯვებული ბრუნდებოდა. 1955 წელს, როდესაც ლევან მუღალაშვილი გარდაიცვალა, ანსამბლს სათავეში უნიჭიერესი მომღერალი ოთარ ბეციაშვილი ჩაუდგა. ის ქართულ ხალხურ სიმღერას, მოსწავლეებსაც ასწავლიდა სკოლებში.“

თაობების ცვლასთან ერთად, იცვლებოდა ხელმძღვანელობაც. გივი გორხელაშვილის თქმით, გუნდის სათავეში კიდევ ერთი ხელმძღვანელი მოვიდა. ავთანდილ ზარდიაშვილმა, რომელიც მანამდე თბილისში ცეკვისა და სიმღერების ანსამბლში მღეროდა, ნიჭიერი ხალხი შემოიკრიბა. ამ პერიოდში მათ „დირექტორების ანსამბლსაც“ ეძახდნენ.
„ სულ მაღალი თანამდებობის პირები მღეროდნენ. ზუსტად ამ პერიოდში ვიყავი მეც გუნდის წევრი. მიწვეულები ვიყავით უკრაინაში, როდესაც იქ დასრულდა გასტროლები, გერმანიაში წავედით, შემდეგ უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში. გერმანიაში სულიკო გერმანულ ენაზე ვიმღერეთ, დარბაზში ხალხი ტიროდა.1961 წელს მეცხრე ოლიმპიადა იწყებოდა. რაიონში მოიწვიეს ქორეოგრაფი ჯანო ბაგრატიონი და ლოტბარი ანზორ კავსაძე. შეიქმნა 120- კაციანი გუნდი“

როგორც გივი გორხელაშვილი იხსენებს, სამოცდაათიან წლებში ხელმძღვანელის პოსტზე ავთანდილ ზარდიაშვილი თემურ ქევხიშვილმა ჩაანაცვლა.
„ეს იყო 1976 წელს. ამ დროს ანსამბლი გაძლიერდა. ხელფასებიც დაგვინიშნეს, ოღონდ ძალიან ცოტა ხანს. 14 წევრი ვიყავით, გამოვდიოდით ოლიმპიადებზე. მერე ახალი თაობა მოვიდა და ძველი გამოეთიშა გუნდს.“

ბოლო წლებია, ანსამბლ ,,გურჯაანს“ ლოტბარი ილია დათუაშვილი ხელმძღვანელობს. მისი ინიციატივით, 2010 წლიდან მუნიციპალიტეტში სიმღერა-გალობის შესასწავლად ნიჭიერი ბავშვების მოძიება დაიწყო. ამავე წელს, ანსამბლ „გურჯაანის“ ბაზაზე ჩამოყალიბდა სახალხო მომღერლის, ლევან მუღალაშვილის სახელობის ბავშვთა ფოლკლორული გუნდიც.

სურათზე არიან : მალხაზ ნარეკლიშვილი, ვალიკო ქაჩლიშვილი, მიხეილ ჩუგოშვილი, ავთანდილ ზარდიაშვილი, გივი გორხელაშვილი, თემურ ქევხიშვილი.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული მატიანე უამრავ საინტერესო
და ამავდროულად ფასეულ ფოტოს ინახავს.
ერთ-ერთი სწორედ გურჯაანში მდებარე კურორტ „ახტალის“ უძველესი ფოტოა.
ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიკოსი თამაზ
მარკოზაშვილი ვარაუდობს, რომ მეცხრამეტე საუკუნეში უნდა იყოს
გადაღებული.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული მატიანე უამრავ საინტერესო და ამავდროულად ფასეულ ფოტოს ინახავს.
ერთ-ერთი სწორედ გურჯაანში მდებარე კურორტ „ახტალის“ უძველესი ფოტოა. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი ვარაუდობს, რომ მეცხრამეტე საუკუნეში უნდა იყოს გადაღებული.
11:29 / 24.05.2019
ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ყოფილი ბალერონი 84 წლის გივი
ტაბახმელაშვილი უკვე რამდენიმე წელია გურჯაანის თოჯინების თეატრში
მოღვაწეობს. ამჟამად ის სამხატვრო ხელმძღვანელია.
ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ყოფილი ბალერონი 84 წლის გივი ტაბახმელაშვილი უკვე რამდენიმე წელია გურჯაანის თოჯინების თეატრში მოღვაწეობს. ამჟამად ის სამხატვრო ხელმძღვანელია.
12:22 / 16.07.2018
საფეხბურთო კლუბი „ალაზანი“ გურჯაანში 1962 წელს დაარსდა. თუმცა
მანამდე იყო გუნდები: „ლოკომოტივი“, „ნაკრები“ და „კოლმეურნე“.
საფეხბურთო კლუბი „ალაზანი“ გურჯაანში 1962 წელს დაარსდა. თუმცა მანამდე იყო გუნდები: „ლოკომოტივი“, „ნაკრები“ და „კოლმეურნე“.
15:26 / 26.04.2018
speqtri.ge იწყებს რუბრიკას - მატიანე, რომელშიც მოგითხრობთ უკვე
დავიწყებულ, ან ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობ კულტურულ,
საგანმანათლებლო, არქიტექტურულ თუ სხვა საზოგადოებრივ თემებზე.
ამჯერად გიამბობთ გურჯაანის მესამე საშუალო სკოლის პედაგოგთა გუნდის
შესახებ.
speqtri.ge იწყებს რუბრიკას - მატიანე, რომელშიც მოგითხრობთ უკვე დავიწყებულ, ან ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობ კულტურულ, საგანმანათლებლო, არქიტექტურულ თუ სხვა საზოგადოებრივ თემებზე. ამჯერად გიამბობთ გურჯაანის მესამე საშუალო სკოლის პედაგოგთა გუნდის შესახებ.
17:50 / 17.04.2018
სხვა ამბები
გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
15:27 / 10-10-2019
პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
16:44 / 07-10-2019
12 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქში, გურჯაანში, უკვე მესამედ, გრანდიოზული ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ახტალის პარკში 14:00 საათზე დაიწყება.
12:24 / 07-10-2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში ევროპის სპორტულ კვირეულს ფარგლებში ძიუდოში შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობა 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
14:27 / 02-10-2019
20-29 სექტემბერს თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსაწავლეებიც მონაწილეობდნენ.
15:28 / 01-10-2019
სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა და დღეს სასწავლო პროცესი დაიწყო.
15:45 / 30-09-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2778
USD
USD
1
2.9701
GBP
GBP
1
3.7328
TRY
TRY
1
0.5055
RUB
RUB
100
4.6307
ამინდი
გურჯაანი 10 / 25 °C
img
საგარეჯო 10 / 22 °C
img
დ.წყარო 10 / 21 °C
img
სიღნაღი 9 / 25 °C
img
ლაგოდეხი 11 / 24 °C
img
ყვარელი 10 / 25 °C
img
თელავი 11 / 24 °C
img
ახმეტა 11 / 24 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.