მატიანე
გურჯაანელი ბალერონის გზა ოპერისა და ბალეტის თეატრიდან თოჯინების თეატრამდე
ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი, ყოფილი ბალერონი 84 წლის გივი ტაბახმელაშვილი უკვე რამდენიმე წელია გურჯაანის თოჯინების თეატრში მოღვაწეობს. ამჟამად ის სამხატვრო ხელმძღვანელია.

როგორც გივი ტაბახმელაშვილი ამბობს, ქორეოგრაფიით ბავშვობიდანვე იყო გატაცებული და წარმატების მისაღწევად დიდი შრომა დასჭირდა.
„თბილისის # 41-სკოლაში ვსწავლობდი, მაგრამ ოჯახური პირობების გამო გარკვეული ხნის შემდეგ სასწავლებლად კარდენახში, მამის მშობლიურ სოფელში გადმოვედით. ამ პერიოდში გახსნილი იყო ქორეოგრაფიული წრე, რომელსაც გამოცდილი მოცეკვავე და პედაგოგი გულიაშვილი ხელმძღვანელობდა. ეს საქმე ჩემში დიდ ინტერესს და შემდგომ უკვე დიდ სიყვარულს იწვევდა. დაახლოებით ორი წლის განმავლობაში ბალეტის ელემენტები შევისწავლე. 17 წლის ვიყავი სასწავლებლად ისევ თბილისში რომ გადავედი. მამიდაჩემი ოპერისა და ბალეტის თეატრში ექთნად მუშაობდა. სწორედ მან მიმიყვანა ქორეოგრაფიულ სტუდიაში, დავით ჯავრიშვილთან. ცოტა ხნის შემდეგ სტუდია ვახტანგ ჭაბუკიანმა ჩაიბარა და მის დაქვემდებარებაში გადავიდა ქორეოგრაფიული სასწავლებელიც,“- იხსენებს გივი ტაბახმელაშვილი.

როგორც ყოფილი ბალერონი გვიყვება, 1953 წელს ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო დასში ჩაირიცხა და სწორედ იქიდან დაიწყო მისი წინსვლა ხელოვნებაში.

„ცეკვა ძალიან მიყვარდა. ვსწავლობდი კლასიკურ, სამეჯლისო, ხალხურ და საბალეტო ცეკვებს. ენერგიას არ ვზოგა¬ვდი. ცოტა ხანში ამიყვანეს სტაჟიორად, შემდეგ კი შტატშიც ჩამსვეს. საერთაშორისო ფესტივალებზე ვახტანგ ჭაბუკიანთან, ვერა წიგნაძესთან და სუხიშვილების საბალეტო დასთან ერთად არაერთ წარმატებას მივაღწიე. გასტროლებზე დავდიოდით: ავსტრიაში, პოლონეთში, ინგლისში, უნგრეთში, ჩეხოსლოვაკიაში და ა.შ. სულ 26 ქვეყანა მოვიარე.“
როგორც ყოფილი ბალერონი ამბობს, პირველი მეუღლე სწორედ თავისი პროფესიის წყალობით გაიცნო.


„მოსკოვში გაიმართა ცეკვისა და სიმღერის ფესტივალი, სადაც 15 რესპუბლიკის წარმომადგენლები იღებდნენ მონაწილეობას. ჩემი მეუღლე იქ გავიცანი, ქალაქ რიგადან იყო ჩამოსული. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, მიმოწერა გვქონდა. ერთი წლის შემდეგ კი ჩავედი და ხელი მოვაწერეთ. მოგვიანებით, ისევ საქართველოში დავბრუნდით და ვაჟიშვილი შეგვეძინა. მეუღლე ბუღალტერი იყო და თავისი პროფესიით მუშაობდა. წლების განმავლობაში ერთად ვიცხოვრეთ, შემდეგ კი, დავცილდით.“

წლების განმავლობაში ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის მსახიობი, იმავე თეატრში ბალეტის რეპეტიტორი და დირექტორი იყო. ბოლოს კი სამხატვრო საწარმოო სახელოსნოს ხელმძღვანელის პოზიცია დაიკავა. თუმცა, მას შემდეგ, რაც გურჯაანში კულტურის სახლი აშენდა, გადაწყვიტა, მშობლიურ რაიონს დაბრუნებოდა და თავისი შესაძლებლობები მისი განვითარებისთვის მოეხმარებინა.

„ გურჯაანის კულტურის სახლის მშენებლობა იწყებოდა. ჯერ საძირკველი იყო ჩაყრილი. დამიბარა მაშინდელმა მესამე მდივანმა გულიკო ჭუნიაშვილმა და მითხრა, რომ მე უნდა ვყოფილიყავი კულტურის სახლის დირექტორი. მიუხედავად იმისა, რომ კარგი კა¬რიერა მქონდა, გადაწყვიტე ბალეტი დამეტოვებინა და ჩემი ნიჭი და გამოცდილება მშობლიური რაიონისთვის მომეხმარებინა. როდესაც აქ ჩამოვედი, ცარიელი კედლები დამხვდა. კულტურის სახლი 1988 წელს გაიხსნა და ყველაფერი თავიდან დავიწყე: მოვიტანე ავეჯი, საგრიმიოროები თბილისის დონეზე გავაკეთე. 1991 წელს ჩემივე სურვილით გადმოვედი თოჯინების თეატრში დირექტორად. დაახლოებით ორი წელია, რაც სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე ვარ. მიზანი მქონდა, რომ გურჯაანის კულტურის ცენტრი მაღალ დონეზე ყოფილიყო კახეთში და ამას მივაღწიე ჩემი დირექტორობის პერიოდში. თბილისიდან ჩამოსული სტუმრები მადლობას მიხდიდნენ.“

უკვე წლებია გივი ტაბახმელაშვილი მეორე მეუღლესთან ერთად კულტურის ცენტრის შენობაში ცხოვრობს, რადგან როგორც თვითონ ამბობს, სხვა სახლი არ აქვს.
„კარდენახიდან წლების წინ იმ პირობით წამოვედი, რომ ბინა უნდა მოეცათ. იმ პერიოდში სარიშვილი იყო მდივანი, შემდეგ ის გაათავისუფლეს და მეც ასე დავრჩი უბინაოდ. აქ ვარ მუდმივად. მინდა ცოტა ხანში თავი დავანებო ჩემს საქმიანობას. ვფიქრობ, ასაკი მაქვს უკვე და დასვენება მჭირდება. ჩემი განვლილი ცხოვრებით და საქმიანობით კმაყოფილი ვარ, მაგრამ ამჯერად უპატრონოდ ვარ დარჩენილი. ჩემი შრომაც დაიკარგა და დაფასებაც აღარ მაქვს.“
გივი ტაბახმელაშვილს წლების განმავლობაში მიღებული აქვს დამსახურებული მსახიობის წოდება, არის სხვადასხვა ჯილდოს, მათ შორის, ღირსების ორდენის მფლობელი.

| Print |  E-mail
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული მატიანე უამრავ საინტერესო
და ამავდროულად ფასეულ ფოტოს ინახავს.
ერთ-ერთი სწორედ გურჯაანში მდებარე კურორტ „ახტალის“ უძველესი ფოტოა.
ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიკოსი თამაზ
მარკოზაშვილი ვარაუდობს, რომ მეცხრამეტე საუკუნეში უნდა იყოს
გადაღებული.
პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ციფრული მატიანე უამრავ საინტერესო და ამავდროულად ფასეულ ფოტოს ინახავს.
ერთ-ერთი სწორედ გურჯაანში მდებარე კურორტ „ახტალის“ უძველესი ფოტოა. ფოტოს გადაღების ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ისტორიკოსი თამაზ მარკოზაშვილი ვარაუდობს, რომ მეცხრამეტე საუკუნეში უნდა იყოს გადაღებული.
11:29 / 24.05.2019
იცვლებოდა წლები და თაობები, უცვლელია ანსამბლის სახელი და წარმატება.
რეჟისორი გივი გორხელაშვილი ანსამბლ „გურჯაანის“ ისტორიას გვიყვება:
იცვლებოდა წლები და თაობები, უცვლელია ანსამბლის სახელი და წარმატება. რეჟისორი გივი გორხელაშვილი ანსამბლ „გურჯაანის“ ისტორიას გვიყვება:
13:37 / 02.05.2018
საფეხბურთო კლუბი „ალაზანი“ გურჯაანში 1962 წელს დაარსდა. თუმცა
მანამდე იყო გუნდები: „ლოკომოტივი“, „ნაკრები“ და „კოლმეურნე“.
საფეხბურთო კლუბი „ალაზანი“ გურჯაანში 1962 წელს დაარსდა. თუმცა მანამდე იყო გუნდები: „ლოკომოტივი“, „ნაკრები“ და „კოლმეურნე“.
15:26 / 26.04.2018
speqtri.ge იწყებს რუბრიკას - მატიანე, რომელშიც მოგითხრობთ უკვე
დავიწყებულ, ან ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობ კულტურულ,
საგანმანათლებლო, არქიტექტურულ თუ სხვა საზოგადოებრივ თემებზე.
ამჯერად გიამბობთ გურჯაანის მესამე საშუალო სკოლის პედაგოგთა გუნდის
შესახებ.
speqtri.ge იწყებს რუბრიკას - მატიანე, რომელშიც მოგითხრობთ უკვე დავიწყებულ, ან ფართო საზოგადოებისთვის თითქმის უცნობ კულტურულ, საგანმანათლებლო, არქიტექტურულ თუ სხვა საზოგადოებრივ თემებზე. ამჯერად გიამბობთ გურჯაანის მესამე საშუალო სკოლის პედაგოგთა გუნდის შესახებ.
17:50 / 17.04.2018
სხვა ამბები
გურჯაანელებმა გურჯაანის ღვინის ფესტივალზე სტუმრების მოსაწვევად სოციალურ ქსელში ლაივ-ფლეშმობი მოაწყვეს და 12 ოქტომბერს, 14:00 საათზე, ღვინის ფესტივალზე დაპატიჟეს.
15:27 / 10-10-2019
პროფესიული განათლება, როგორც უმაღლესი განათლების ერთგვარი ალტერნატივა, განათლების სფეროს განუყოფელი ნაწილია და სახელმწიფოსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
16:44 / 07-10-2019
12 ოქტომბერს, მეღვინეობის ქალაქში, გურჯაანში, უკვე მესამედ, გრანდიოზული ღვინის ფესტივალი გაიმართება. ღონისძიება ახტალის პარკში 14:00 საათზე დაიწყება.
12:24 / 07-10-2019
გურჯაანის სპორტკომპლექსში ევროპის სპორტულ კვირეულს ფარგლებში ძიუდოში შეჯიბრი გაიმართა. ასპარეზობა 8 წონით კატეგორიაში ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის სხვადასხვა გუნდები იღებდნენ მონაწილეობას.
14:27 / 02-10-2019
20-29 სექტემბერს თბილისში, ნონა გაფრინდაშვილის სახელობის ჭადრაკის საერთაშორისო ტურნირზე, გურჯაანის საჭადრაკო სკოლის მოსაწავლეებიც მონაწილეობდნენ.
15:28 / 01-10-2019
სოფელ კარდენახის საჯარო სკოლის რეაბილიტაცია დასრულდა და დღეს სასწავლო პროცესი დაიწყო.
15:45 / 30-09-2019
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2778
USD
USD
1
2.9701
GBP
GBP
1
3.7328
TRY
TRY
1
0.5055
RUB
RUB
100
4.6307
ამინდი
გურჯაანი 10 / 24 °C
img
საგარეჯო 10 / 22 °C
img
დ.წყარო 10 / 21 °C
img
სიღნაღი 9 / 25 °C
img
ლაგოდეხი 10 / 23 °C
img
ყვარელი 10 / 24 °C
img
თელავი 12 / 23 °C
img
ახმეტა 10 / 23 °C
img
კალენდარი
«« ოქტომბერი 2019 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123

speqtri.ge შენი ვებგვერდი


მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.